Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ევა ბარბაქაძემ მოშიშვლებული ტანი გამოაჩინა– ქართველი სექს-სიმბოლოს ქალიშვილის თამამი სელფი

© Photo: Shorena Begashvili / FBევა ბარბაქაძე
ევა ბარბაქაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდური და ექსტრავაგანტული შორენა ბეგაშვილი პოპულარობას არ კარგავს. მისი სტუდენტი ქალიშვილი კი უკვე დედაზე არანაკლებ ყურადღებას იქცევს. ევა თანატოლებს შორის განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა.

პოპულარული დედა-შვილის გარშემო სკანდალური ჭორები არ წყდება. ცოტა ხნის წინ შორენა ბეგაშვილმა იუსტიციის სახლის ტერიტორიიდან განქორწინების მოწმობის ფოტო გამოაქვეყნა და თაყვანისმცემლები დააინტრიგა. ბევრს ეგონა, რომ შორენა ევას მამას, მის პირველ სიყვარულს ოფიციალურად ახლა დაშორდა. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ სექს-სიმბოლო ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს გაეყარა. შორენა ბეგაშვილის განცხადებით, ის ძალიან ეჭვიანია და მისი პარტნიორი მხოლოდ მას უნდა ეკუთვნოდეს, თუმცა აღნიშნა, რომ მის მეორე ნახევარს პოპულარულ ქალთან ცხოვრება გადამეტებული ყურადღების გამო უჭირდა.

შორენა ბეგაშვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს. ევა ბარბაქაძე მსახიობს პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანებზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა. მთელი ქვეყანა ევას და შორენას სილამაზეზე საუბრობს. მათ ბოლო პერიოდის მანძილზე ერთმანეთს სულ უფრო და უფრო ხშირად ადარებენ. ფაქტი სახეზეა, სილამაზით ევა დედას არ ჩამოუვარდება. მიუხედავად იმისა, რომ ევა ბარბაქაძე ფოტოსესიებში მონაწილეობს და ხშირად მაკიაჟით ჩანს, მისი ბუნებრივი სილამაზის ნახვა ევას ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი. მსახიობის ქალიშვილმა Instagram-ის გვერდი სულ ახლახან შექმნა. მას უკვე 17 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს. დედასთან შედარებით თამამი ფოტოებით არ გამოირჩევა, მაგრამ უახლესმა სურათმა უამრავი ადამიანი დააინტრიგა. აღნიშნულმა სურათმა, რომელზეც ევამ ულამაზესი მხრები მოიშიშვლა, 2 ათასზე მეტი მოწონება და უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.

ფაქტია, ევა დღითი დღე მეტად მშვენიერი ხდება. თაყვანისმცემლები ამბობენ, რომ ეშხითა და მომხიბლავი გარეგნობით სექსუალური დედაც კი დაჩრდილა. უახლესი ფოტოები სოციალური ქსელის აფეთქების მიზეზი გახდა. ევას მშობლები დიდი ხნის წინ დაშორდნენ, მიუხედავად ამისა, ევას და მამას მეგობრული ურთიერთობა აქვთ. შორენა კი იდეალურ დედობას უწევს, ამას მშვენიერი ევაც აღნიშნავს. მის სურათებს მამის საუკეთესო მეგობრები ხშირად ეხმიანებიან.

ყველა ახალი ამბავი
0