Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ასეთი რამ არასდროს მქონია“ – ვინ უსახსოვრა თიკა ფაცაციას შოკისმომგვრელი პორტრეტი?

© Photo: Tika Patsasia / FBთიკა ფაცაცია
თიკა ფაცაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელი, ტელეწამყვანი, მომღერალი და ყველასათვის საყვარელი ცნობილი სახე თაყვანისმცემლების გაოცებას არ წყვეტს. მეორე მხრივ, მის ცხოვრებაშიც არიან ადამიანები, რომლებსაც მისი გაოცება შეუძლიათ. ვინ აჩუქა თიკა ფაცაციას ულამაზესი პორტრეტი?

თიკა ფაცაციას გარეგნობას, სტილს, ოჯახის თითოეულ წევრსაც კი დიდ ყურადღებას აქცევენ. საზოგადოებისთვის მისი სახელი და გვარი პოზიტიურ ემოციებთან ასოცირდება. ქართული შოუ-ბიზნესის ასპარეზზე თიკა ერთ-ერთი გამორჩეული ტელეწამყვანია, რომელმაც კარიერა სკანდალების გარეშე აიწყო. მისი სიკეთით აღსავსე ქმედებები უამრავი ადამიანისთვისაა სამაგალითო. პოპულარული ტელესახე ხალხის გაკვირვებას არ წყვეტს. „რუსთავი 2“-ში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ამ ტელეკომპანიის ერთგულმა თანამშრომელმა „სხვა შუადღეს“ არ უღალატა. მეტიც, ის საუკეთესო მეგობართან, მსახიობ არჩილ სოლოღაშვილთან ერთად უახლესი გადაცემის „დიდი სცენის“ წაყვანას შეუდგა. ისევ და ისევ თიკას ქარიზმისა და არჩილის იუმორის წყალობით გადაცემამ დიდი გამოხმაურება მიიღო და მაყურებლის დაინტერესებამ იმატა.

ერთ-ერთი გამორჩეული ტელეწამყვანი საზოგადოების აღფრთოვანებას არ წყვეტს. მეორე მხრივ, თიკას ცხოვრებაშიც არიან ადამიანები, რომლებიც მას პოზიტიურ ემოციებსა და მოტივაციას ჰმატებენ. ბოლო დროს თიკა ფაცაცია სატელევიზიო გადაცემებში საინტერესო ინტერვიუებისგან თავს იკავებს, თუმცა სოციალური ქსელის გვერდებზე დიდი აქტიურობით გამოირჩევა. მის მიერ გაზიარებულ ფოტოებსა და ვიდეოებს 3 ათასამდე მოწონება და 40 ათასამდე ნახვა აქვს. მისი „ფოლოვერების“ რაოდენობა Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე 144 ათასს აჭარბებს. ამჯერად თიკას თაყვანისმცემელი მის გაოცებას „სხვა შუადღის“ პირდაპირ ეთერამდე შეეცადა.

როგორც თიკას მიერ გამოქვეყნებული ვიდეოდან ირკვევა, მას პორტრეტის დახატვას რამდენიმე ხნის წინ დაპირდნენ და ეს დაპირება უმოკლეს დროში შეუსრულეს. თაყვანისმცემელმა თიკას სამსახურში მიაკითხა და შეუდარებელი ნახატი უსახსოვრა. როგორც ყოველთვის, თიკა ფაცაცია ემოციების გამოხატვას არ მოერიდა და ვიდეოში კარგად ისმის, თუ როგორ ყვირის და მადლობას უხდის საზოგადოებისთვის უცნობ ლუკა ჩაკვეტაძეს. თიკა პორტრეტის დანახვისას კოლეგებთან ერთად საგრიმიოროში იმყოფებოდა, რა დროსაც მას ნახატი თავად მხატვარმა მიუტანა. ახალგაზრდა ტელეწამყვანმა აღტაცება ვერ დამალა, მხატვარს ჩაეხუტა და აღნიშნა, რომ ამაზე მაგარი საჩუქარი ჯერ არ მიუღია.

ყველა ახალი ამბავი
0