Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ლიზა ყენია შეყვარებულია? – მომღერალი დამაინტრიგებელ ფოტოს აქვეყნებს

© Facebook / Liza Keniaლიზა ყენია
ლიზა ყენია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაია ჯაბუას ქალიშვილმა კარიერა პატარა ასაკში დაიწყო, ახლა კი წინ დიდი ნაბიჯებით მიიწევს. ცნობილი მომღერლის ცხოვრებაში სიახლეებია. ცოტა ხნის წინ მომღერალმა სოციალურ ქსელში დამაინტრიგებელი ფოტო გამოაქვეყნა. სავარაუდოდ, ეს ბიჭი ლიზას ახალი შეყვარებულია.

ეპატაჟური და თანატოლებს შორის საკმაოდ პოპულარული გოგონა – ლიზა ყენია გარეგნობით, ხმის ტემბრით, მოქნილობით, პოზიტიური ხასიათითა და შესრულების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ლიზა ლეგენდარული „მზიურის“ ერთ-ერთი ცნობილი სოლისტის მაია ჯაბუას შვილია, მან თავის დამკვირდება შეძლო და დედის ჩრდილქვეშ არ მოექცა.

საოცარი გარდასახვებითა და იმიჯის შეცვლით არტისტი უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. აღსანიშნავია, რომ ლიზას თაყვანისმცემლების არმია ჰყავს. თუმცა, რამდენიმე ხნის წინ მან ურთიერთობა თბილისელ უსიმპათიურეს ბიჭთან დაიწყო. ერთი წლის წინ ლიზა ყენია და კალათბურთელი გიორგი ბრაგვაძე ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ლიზამ „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოქვეყნა წარწერით - LIFE IS REALLY BEAUTIFUL WITHOUT YOU („ცხოვრება ნამდვილად ლამაზია შენს გარეშე“). ლიზა ხშირად დებდა შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, ახლა კი მის „ინსტაგრამზე“ გიორგის ყველა ფოტო წაშლილია. უცნობია, რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი.

ამ ცნობილი ურთიერთობის დასრულების შემდეგ ლიზა ყენია საზოგადოებაში მარტო ჩნდება. უცნობია, დაკავებულია თუ არა მისი გული, თუმცა თაყვანისმცემლების კითხვას, ჰყავს თუ არა შეყვარებული, ლიზამ Instagram-ის „სთორიში“ საკმაოდ დამაინტრიგებელი ფოტოთი უპასუხა. ფოტოში შავებში ჩაცმულ ახალგაზრდა მამაკაცს სახე არ უჩანს. რა ჩაიფიქრა მომღერალმა, უცნობია. სავარაუდოდ, სიმართლეს ფარდა უახლოეს მომავალში აეხდება.

ყველა ახალი ამბავი
0