Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ასე მიულოცა ბერამ ნანუკას დაბადების დღე – მუსიკოსი რომანტიკულ ფოტოს აქვეყნებს

© press-service of Georgian Dreamბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეკემბერში ბერა ივანიშვილი იყო იუბილარი, ახლა კი მისი მეუღლეა. ტრადიციას არც ბერამ უღალატა და მეუღლეს დაბადების დღე Instagram-ზე რომანტიკული ფოტოთი და სიტყვებით მიულოცა. ნახეთ, რას წერს მუსიკოსი.

ერთი თვეც არ გასულა იმ დღიდან, რაც მუსიკოსი ბერა ივანიშვილი 25 წლის გახდა. დღეს უკვე მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძეა იუბილარი, რომელიც ასევე 25 წლის გახდა. სოციალურ ქსელში მისმა მეუღლემ გულის ამაჩუყებელი ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, წყვილი სასტუმრო „პარაგრაფში“ ისვენებს, რომელიც ივანიშვილების საკუთრებაა.

ნანუკამ სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო, თუმცა ყველაზე განსაკუთრებული ალბათ მეუღლის მილოცვა იყო, სადაც ის სიყვარულში საჯაროდ გამოუტყდა. წყვილს 29 ნოემბერს ვაჟი შეეძინა. როგორც ცნობილია, ბერამ და ნანუკამ შვილს სახელი მათი სახელების შერწყმის შედეგად დაარქვეს – ბერ (ბერ-ა) + უკა (ნან-უკა). გავრცელებული ინფორმაციით, ნანუკა გუდავაძემ სახლში იმშობიარა და მშობიარობას ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი მე­ა­ნი ესწრებოდა სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი­დან.

აღსანიშნავია, რომ ზაფხულში მუსიკოსი ბერა ივანიშვილი ნიგერიელი გოგონას ნათლია გახდა. როგორც ჩანს, მას ძალიან უყვარს ბავშვები და თავისი პატარას დაბადებას მოუთმენლად ელოდა. წყვი­ლის ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 2018 წლის სექტემბერში გავ­რცელ­და. პირველი, რაც ბერა ივანიშვილის მომავალ მეუღლეზე გახდა ცნობილი, ის არის, რომ ის ყოფილი მოდელია და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. მასმედიაში წერენ, რომ 14 წლის ასაკში ის დიზაინერ ბიჭოლას ბრენდის სახე გახდა. ამჟამად გოგონას მოდის ბლოგერს უწოდებენ.

ახალგაზრდების ჯვრისწერა 2018 წლის 11 ნოემბერს სვეტიცხოველში გაიმართა. მცხეთელების თქმით, ასეთი საზეიმო ჯვრისწერა ბოლოს ბაგრატიონების შთამომავლების შეუღლებისას ნახეს. „ამიერიდან და სამუდამოდ", „ქმარი და ცოლი" – ასე დაასათაურეს თავიანთი პოსტები საოცარი ფოტოებით ახლად შეუღლებულებმა. ფოტოებზე ისინი „სამოსელი პირველის“ საქორწინო ტანსაცმელში არიან. ფოტოებზე აღბეჭდილია ჯვრისწერის მთავარი და ბედნიერი მომენტები.

ყველა ახალი ამბავი
0