Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ავსტრალიაში ხანძრის თავზე ეშმაკის გამოსახულება გამოჩნდაო“ – კუბლაშვილი ფოტოს აქვეყნებს

© Photo: Mariam Kublashvili / FBმარიამ კუბლაშვილი
მარიამ კუბლაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავსტრალიაში ხანძარი გასული წლის სექტემბრიდან მძვინვარებს. ხანძრების შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი, განადგურდა 2000-ზე მეტი შენობა, ასევე ასობით მილიონი ცხოველი.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში ავსტრალიაში ხანძრის ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ფოტოებზე ეშმაკის გამოსახულებაა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ხანძარი ავსტრალიაში - Sputnik საქართველო
ავსტრალიის ტრაგედია: ცეცხლის განზრახ გაჩენის ბრალდებით 24 ადამიანი დააკავეს

„ბუნება და მასთან კავშირში მყოფი სხვადასხვა მოვლენები გარკვეულ მინიშნებებს გვაძლევს. ამ მოვლენებს კი შინაარსობრივად ზუსტად ემთხვევა გამოსახულებებიც. ავსტრალიაში ხანძრის თავზე ეშმაკის გამოსახულება გამოჩნდაო, წერს უცხოური მედია. გადარეულა სრულიად მსოფლიო, რომ აზიარებს ამ ფოტოს, აუხსენით რა მათ, რომ კვამლია, უბრალო კვამლიი“, – წერს კუბლაშვილი.

ავსტრალიაში ხანძარი გასული წლის სექტემბრიდან მძვინვარებს. ხანძრების შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი, განადგურდა 2000-ზე მეტი შენობა, ასევე ასობით მილიონი ცხოველი. ამჟამად ახალ სამხრეთ უელსში 130 ხანძრის კერაა, მათგან 50 უკონტროლოა. ავსტრალიის პოლიციამ ნოემბრის დასაწყისიდან დღემდე ახალ სამხრეთ უელსის შტატში, სადაც ყველაზე გამანადგურებელი ხანძარი მძვინვარებს, ცეცხლის სპეციალურად წაკიდების ბრალდებით 24 ადამიანი დააკავა, იუწყება KCTV. გავრცელებული ინფორმაციით, თუ დანაშაული დადასტურდა, დაკავებულებს 21 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. სულ ხანძართან დაკავშირებით ავსტრალიაში 183 ადამიანია დაპატიმრებული. აქედან 52-ს ბრალად ედება კოცონის დანთებაზე აკრძალვის გაუთვალისწინებლობა, 43-ს — ანთებული სიგარეტის, ან ასანთის ღერის მიწაზე დაგდება, ხოლო დანარჩენებს სხვა ტიპის დარღვევები ან ცეცხლის განზრახ გაჩენა.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
ხანძარი სვანეთში – მესტიაში სახლი დაიწვა

ავსტრალიის ხელისუფლება ჯერ კიდევ იძიებს ქვეყნის მასშტაბით გაჩენილი მასიური ხანძრების მიზეზებს. პოლიცია მოსახლეობას სთხოვს, მიაწოდოს ხანძრის შესახებ ნებისმიერ ფოტო- და ვიდეომასალა.

დაპატიმრებების ფონზე ავსტრალიაში მცირე სკანდალი გაჩაღდა. ლიბერალური პარტიის დეპუტატმა კრეგ კელიმ განაცხადა, რომ მასშტაბური ცეცხლი კლიმატური ცვლილებებით არ არის გამოწვეული, რითიც ეჭვქვეშ დააყენა გავრცელებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ამჟამინდელი ხანძრები გლობალური დათბობითაა პროვოცირებული. კელის თქმით, 183 ადამიანის დაკავება ადასტურებს, რომ ამ საქმეში კონკრეტული ადამიანები არიან დამნაშავენი და არა გლობალური კლიმატური პროცესები.

ყველა ახალი ამბავი
0