Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შობის სასწაულის გარეშე არც მე დავრჩენილვარ“ – ნათია ბანძელაძე ემოციურ ისტორიას აქვეყნებს

© Photo: Jesika Szikora / FBნათია ბანძელაძე გიორგი გოგიჩაიშვილი
ნათია ბანძელაძე გიორგი გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი ივლისში 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვილს, ბავ­შვე­ბის­თვის, მისი პა­ტა­რა მა­ყუ­რებ­ლის­თვის კი უბ­რა­ლოდ გო­გი­ჩას 49 წლის ასაკ­ში გან­საც­დე­ლის პე­რი­ო­დი და­უდ­გა.

ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ შობას სასწაულის გარეშე არც მისთვის ჩაუვლია. მაშინ, როცა მისი გარდაცვლილი მეუღლისგან ნიშანს ელოდა, მისმა ქალიშვილმა ნინი გოგიჩაიშვილმა მამა სიზმარში ნახა.

ნინი გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო
ნინო გოგიჩაიშვილი: როგორი აპოლიტიკურიც უნდა იყო შენს ქვეყანაში რა ხდება, უნდა იცოდე

ნათია წერს, რომ მთელი დღე ნერვიულობდა, ბოლოს კი ქალიშვილმა დაურეკა და უთხრა, რომ მამა ესიზმრა.

„ტელეფონი ავიღე და ნინის წერილი მხვდება: „დე მამა დამესიზმრა, ძალიან კარგად იყო და ვერ გავიგე მეუბნებოდა ნათია ნერვიულობსო“. სასწაულების გჯეროდეთ, სიყვარულის გწამდეთ! შობის სასწაულის გარეშე არც მე დავრჩენილვარ! როცა გრძნობ არასდროს მთავრდება“, – წერს ნათია ბანძელაძე.

ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე დეკემბერში სტუმრად იმყოფებოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პროფილში“, სადაც გარდაცვლილ მეუღლეზე ისაუბრა და გაიხსენა, რა რეაქცია ჰქონდათ, როდესაც ამ მძიმე დაავადების შესახებ გაიგეს. პოპულარულ ოჯახში დიდი ტრაგედია ივლისში დატრიალდა. რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ გიორგი გოგიჩაიშვილის ორგანიზმმა ავადმყოფობას ვეღარ გაუძლო. მისმა გარდაცვალებამ გული მთელ ქვეყანას დასწყვიტა.

ნანუკა გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო
„ჩემი ოჯახი...“ - ნანუკა გოგიჩაიშვილი ორსულადაა? - მოდელი უახლეს ფოტოებს აქვეყნებს

მსახიობის კეთილი როლები, ბავშვების უკიდეგანო სიყვარული და გულახდილი ღიმილი ყველას კარგად დაამახსოვრდა. მისი უბოროტო და ყველას მიმართ ყურადღებიანი დამოკიდებულება ბევრისთვის მაგალითად იქცა. გოგიჩას ადამიანები არასდროს დაივიწყებენ, რადგან ის ბავშვობის უდარდელ წლებთანაა დაკავშირებული.

ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი ივლისში 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვილს, ბავ­შვე­ბის­თვის, მისი პა­ტა­რა მა­ყუ­რებ­ლის­თვის კი უბ­რა­ლოდ გო­გი­ჩას 49 წლის ასაკ­ში გან­საც­დე­ლის პე­რი­ო­დი და­უდ­გა. ჯერ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ არხზე გა­და­ცე­მა „ყო­ჩა­ღე­ბის ქუჩა“ და­უ­ხუ­რეს, შემ­დეგ კი სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ჩე­ნილ მძი­მე სენ­თან ბრძო­ლა დას­ჭირ­და. მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი უცხო­ეთ­ში, სტამ­ბუ­ლის კლი­ნი­კა­ში ჩა­უ­ტარ­და. ეს ავად­მყო­ფო­ბა მისი ოჯა­ხის­თვის მოწ­მენ­დილ ცაზე მე­ხის გა­ვარ­დნა­სა­ვით იყო. მკურნალობის შემდეგ ერთი პერიოდი მსახიობი თავს კარგადაც გრძნობდა, თუმცა ბოლო თვეებში მდგომარეობა გაუარესდა და ის გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0