12:59 25 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ირანი vs აშშ: ქასემ სულეიმანის ლიკვიდაციის შედეგები (14)
84 0 0

თბილისიდან ირანში ორი ავიაკომპანია Taban Airlines და Qeshm Air დაფრინავს. Taban Airlines-ი რეისებს კვირაში ოთხჯერ, Qeshm Air-ი კი ყოველდღიურად ახორციელებს.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოდან ირანის მიმართულებით ავიარეისები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს" კომპანია TAV Georgia-ში.

კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, თბილისიდან ირანში ორი ავიაკომპანია Taban Airlines და Qeshm Air დაფრინავს. Taban Airlines-ი რეისებს კვირაში ოთხჯერ, Qeshm Air-ი კი ყოველდღიურად ახორციელებს.

ოთხშაბათს, 8 იანვარს იმამ ჰომეინის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" ლაინერი Boeing 737 ჩამოვარდა. ბორტზე 176 ადამიანი იმყოფებოდა. საუბედუროდ, ავიაკატასტროფას ყველა მათგანი ემსხვერპლა.

ამ დროისთვის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაღუპულთა შესახებ შემდეგ ინფორმაციას ფლობს: დაღუპულთა შორის 82 ირანელი, 63 კანადელი, 11 უკრაინელი (მათ შორის, ეკიპაჟის 9 წევრი), 10 შვედი, 4 ავღანელი და 3-3 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან.

მომხდარი ტრაგედიის შემდეგ უკრაინამ ირანის თავზე ფრენები დროებით შეაჩერა. გარდა ამისა, ათზე მეტმა მსხვილმა ავიაკომპანიამ დროებით უარი განაცხადა ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენების განხორციელებაზე. გადამზიდავების გადაწყვეტილება დაკავშირებულია სარაკეტო დარტყმებთან, რომელიც ღამით ირანულმა არმიამ ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე მიიტანა.

Singapore Airlines-მა, China Airlines-მა და პოლონურმა კომპანია LOT-მა საკუთარი თვითმფრინავები ირანის საჰაერო სივრცის გვერდის ავლით გადაამისამართეს.

ირანისა და ერაყის თავზე ფრენების განხორციელებაზე უარი თქვეს ავსტრიულმა ავიაკომპანია Qantas Airways-მა, ტაივანურმა EVA Air-მა, მალაიზიურმა Malaysia Airlines-მა, ფრანგულმა Air France-მა და გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ.

მანამდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანისა და ერაყის ტერიტორიებზე კომერციული ავიაციის ფრენებზე აკრძალვა შემოიღო. ავიაკომპანიებმა Emirates Airline-მა და Flydubai-მ ბაღდადში ფრენები აკრძალეს.

თემები:
ირანი vs აშშ: ქასემ სულეიმანის ლიკვიდაციის შედეგები (14)

მთავარი თემები