მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ კარავს აღარ გაშლის

© Sputnik / Alexander Imedashviliმალხაზ მაჩალიკაშვილი
მალხაზ მაჩალიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
31 დეკემბერს პოლიციამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ კარვები აიღო, თბილისის მერიის თანამშრომლებმა კი კარვების ადგილზე ატრაქციონები დაამონტაჟეს.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ კარავს აღარ გაშლის, ამის შემდეგ მაჩალიკაშვილმა Facebook-გვერდზე დაწერა.

პარლამენტის წინ კარვები აღებულია და დამონტაჟებულია საბავშვო ატრაქციონები - Sputnik საქართველო
ატრაქციონები კარვების ნაცვლად – უკმაყოფილო აქტივისტები პარლამენტთან აქციისთვის ემზადებიან

„პირველად ამ 700 დღე-ღამის განმავლობაში შევძელი ამ შემთხვევით მესარგებლა და ცოტათი დამესვენა, ძალა მომეკრიბა. ბანერი წარწერით იმისი მოთხოვნით, რომ უნდა შეიქმნას დროებითი კომისია პარლამენტში, პარლამენტის წინ დაიდგმება, იმიტომ რომ შესაფერისი ადგილი ის არის. რაც შეხება კარავს, ვფიქრობ ადგილმდებარეობა შევუცვალო. კარავთან დაკავშირებით უფრო დიდი გეგმები მაქვს", – დაწერა მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს პოლიციის დახმარებით თბილისის მერიის თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ კარვები აიღეს.

ვიდრე კარვებს აიღებდნენ, პოლიციასა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. სოლიდარობის ნიშნად რუსთაველის გამზირზე მთელი ღამე იმყოფებოდნენ ოპოზიციის ლიდერები – დეპუტატი ელენე ხოშტარია, ასევე ხატია დეკანოიძე, ნიკა მელია და დავით ბერძენიშვილი.

პარლამენტის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვის გარდა ასევე გაშლილი იყო სამოქალაქო აქტივისტების კარვები, რომლებიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას მოითხოვენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი უკვე ორი წელია მოითხოვს მისი 19 წლის შვილის სიკვდილში დამნაშავე პირების დასჯას.

ყველა ახალი ამბავი
0