11:31 25 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2005
  • 100 RUB4.6592
  • USD2.8867
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1177)
32212 0 0

რამდენიმე წლის წინ მთელი ქვეყანა დაადუმა მაია ასათიანის ოჯახის ტრაგედიამ. ცნობილმა ჟურნალისტმა ქალიშვილს საფრანგეთის კლინიკაში მიაკითხა, მაგრამ ექიმებმა გოგონას გადარჩენა ვერ მოახერხეს. ნუცა ტელეწამყვანის ერთადერთი შვილი იყო.

მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ბოლო დროს აქტიურია. ჟურნალისტი სახლში გატარებულ დროს ფაქტობრივად დეტალურად აქვეყნებს. მისი დილის დაწყება და საღამოს დასასრული უკვე ყველამ იცის. ბოლო პერიოდში ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში სახლის ინტერიერის, ძაღლების მოვლის დეტალების, საკუთარი წიგნების, გემრიელი საუზმის საიდუმლოებების მოყოლა მოასწრო. ამასობაში გაირკვა, რომ მის სამუშაო კაბინეტში ერთი გულის ამაჩუყებელი ნახატი ნუცას გარდაცვალების შემდეგ ჰკიდია.

მშვენიერი და ყველასათვის საყვარელი ნუცა მაია ასათიანს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. მაია ასათიანმა სახლში შვილის ფოტოების ნაცვლად უთბილესი ნახატები ჩამოკიდა. ნახატებზე ნუცა და მისი ციმბირული ჰასკი „დუდი“ არიან აღბეჭდილი. ნახატების ავტორი ნინო ჩაკვეტაძეა. ნუცა, როგორც აღმოჩნდა, ხატვაშიც ნიჭიერი იყო. ხატვა 7-8 წლის ასაკში დაიწყო და მაიამ ქალიშვილი ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ მხატვართან მიიყვანა. მეგობრობა მათ შორის ამის მერე დაიწყო. ნუცას გარდაცვალების შემდეგ კი ნინო ჩაკვეტაძემ ნუცა და მისი საყვარელი ძაღლი „დუდი“ ერთად დახატა და მაია ასათიანს უსახსოვრა. როგორც ჩანს, ნუცას ფოტოების ნაცვლად ჟურნალისტს სხვადასხვა ნახატები, ნუცას ნივთები და წიგნები აქვს შენახული.

პოპულარულმა და წარმატებულმა ტელეწამყვანმა გამოქვეყნებული ნახატის „სთორის“ ვრცელი წარწერა დაურთო: „სწორად შეამჩნიეთ! ეს ნუცა და დუდია! ნუცა ნინო ჩაკვეტაძის მოსწავლე იყო და სიკვდილის შემდეგ ნინომ დახატა, ისეთი, როგორიც მისი მოსწავლეობის დროს იყო... 7-8 წლის“.

მაია ასათიანმა „დუდი“ ნუცას უყიდა. ციმბირული ჰასკი დღესაც მოუთმენლად ელოდება ნუცას. სოციალურ ქსელში ამ ფაქტმა უამრავ ადამიანს აუჩუყა გული. მაია ასათიანმა თავად გამოაქვეყნა ფოტო-ვიდეო. ვიდეოზე ჟურნალისტი „დუდის“ მოუწოდებს, რომ ნუცას არ დაელოდოს, რადგან ნუცა აღარაა, მაგრამ უშედეგოდ. „დუდი“ კარს არ შორდება. ცოტა ხნის წინ კი Instagram-ის „სთორიში“ ნუცას უკანასკნელი ფოტოები გამოაქვეყნა და დააწერა, რომ ის ძალიან ენატრება და მის გარეშე ვეღარ ძლებს.

ნუცა 2017 წლის 23 თებერვალს საფრანგეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჟურნალისტის ქალიშვილს მე­ნინ­გო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცი­ა დაუდგინეს. სამწუხაროდ, ნუცას გადარჩენა ვერ მოხერხდა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უკვე კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­ა­თავ­სეს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1177)

მთავარი თემები