02:31 28 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1914
  • 100 RUB4.6313
  • USD2.8944
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (175)
44 0 0

საქართველოს დედაქალაქში განათლების გამოფენა მეათედ ტარდება და, როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, მის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. განათლების რიგით მეათე საერთაშორისო გამოფენა (IEFG 2020) საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში 29 თებერვალს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

თბილისში გამოფენა პირველად 2010 წელს ჩატარდა. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, გამოფენისადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. IEFG-მ ათი წლის განმავლობაში შეძლო განათლების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, მრავალმხრივი და ინფორმაციული ღონისძიება გამხდარიყო.

გამოფენის მიზანია განათლების სფეროში დაგეგმილი სიახლეებისა და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში. ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტი უნივერსიტეტი ქართველ სტუდენტებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს სთავაზობს.

წელს გამოფენაში მონაწილეობენ კოლეჯები, უნივერსიტეტები, სკოლა-პანსიონები და მაღალი დონის ენის სკოლები აშშ-დან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან და ჩეხეთიდან.

გამოფენის ფარგლებში უცხოელი სპეციალისტების ვორკშოპები და ტრენინგები გაიმართება, რომლებშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო სააგენტო UK-Bridge.

თემები:
განათლება საქართველოში (175)

მთავარი თემები