ბერა ივანიშვილი საფეხბურთო კლუბის ყიდვას აპირებს

© photo: Bera Official / FBბერა ივანიშვილი
ბერა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბერა ივანიშვილის აზრით, ცუდი არ იქნება, თუ ბიზნესმენები ქართულ კლუბებს ყურადღებას მიაქცევენ. მისი აზრით, მხოლოდ ასე გახდება შესაძლებელი საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის დონის ამაღლება.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ქართველი მუსიკოსი ბერა ივანიშვილი ფეხბურთის ერთ-ერთი კლუბის შეძენას გეგმავს, წერს გაზეთი „რეზონანსი".

„დრო მოვიდა, რომ საქართველოში გაჩნდეს კლუბი, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე საკუთარ სიტყვას იტყვის", – ციტირებს ბერას სიტყვებს გამოცემა.
ბერა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბერა ივანიშვილი ამაზონის ტყეების გადასარჩენად მილიონ დილარზე მეტს გადარიცხავს

მუსიკოსის სიტყვებით, მას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს კონკრეტულად თუ რომელ კლუბს შეიძენს, თუმცა მას ერთ-ერთ საუკეთესო მსოფლიო კლუბად გადააქცევს.

ბერამ ასევე აღნიშნა, რომ ცუდი არ იქნება, თუ ქართველი ბიზნესმენები ქართულ კლუბებს ყურადღებას მიაქცევენ. მისი აზრით, მხოლოდ ასე გახდება შესაძლებელი საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის დონის ამაღლება.

2019 წელს ბერა ივანიშვილმა ამაზონის ჯუნგლების აღდგენის ფონდში მილიონი დოლარი გადარიცხა და შეუერთდა კამპანიას #PovosDaFloresta.

გარდა ამისა, მუსიკოსი საქველმოქმედო მისიით უკვე იმყოფებოდა ბრაზილიაში.

ყველა ახალი ამბავი
0