Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ილო ბეროშვილს და ანი ბებიას შვილი გაუჩნდებათ – ნახეთ რა პირობა დადო ილომ

© Facebook / Ilia Beroshviliილო ბეროშვილი ანი ბებია
ილო ბეროშვილი ანი ბებია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ილო ბეროშვილის ყოფილი ცოლი, ტელეწამყვანი ნელი აგირბა შვილს ელოდება. ორშაბათს კი ცნობილი გახდა, რომ ორსულადაა ასევე მსახიობი ანი ბებია.

მსახიობები ილო ბეროშვილი და ანი ბებია ჯერჯერობით ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან, თუმცა უკვე ცხოვრებაში მთავარ სიახლეს ელოდებიან, ისინი პირველი შვილის მშობლები გახდებიან. ამის შესახებ ანი ბებიამ ორშაბათს ტელეპროექტ „მხოლოდ ქართულში“ განაცხადა, თუმცა პატარას სქესი ჯერჯერობით არ უთქვამს. რაც შეეხება თავად ილო ბეროშვილს, მან ორსულ მეუღლეს პირდაპირ ეთერში მუცელზე აკოცა და მაყურებელთან პირობა დადო, რომ „მხოლოდ ქართულის“ ოცდამესამე სეზონზე მისი შვილი პროექტში მიიღებს მონაწილეობას. შვილს ელოდება ასევე ილო ბეროშვილის პირველი ცოლი, ტელეწამყვანი ნელი აგირბა, რომელიც მალე მესამე შვილის დედა გახდება. წყვილს ორი სა­ერ­თო შვი­ლი – სე­სი­ლია და ევა ჰყავს.

ილო ბეროშვილი და ანი ბებია ბოლო პერიოდში ერთად მონაწილეობდნენ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“, თუმცა, რეალური ცხოვრებისგან განსხვავებით, ილო ბეროშვილის გმირს „შაგუს“ ანი ბებიას გმირი „ფარმაცევტი ნინო“ ცალმხრივად უყვარდა და მათი რომანი სერიალში ვერ შედგა. ანი ბებია ილო ბეროშვილთან დაწყვილებამდე საკმაოდ პოპულარული გოგონა იყო. ილო ბე­როშ­ვი­ლი და ანი ბე­ბია თა­ვი­ანთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას კარ­გა ხანი მა­ლავ­დნენ, ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ არ სა­უბ­რობ­დნენ, მაგ­რამ თბი­ლის­ში რა და­ი­მა­ლე­ბა... მათი და­წყვი­ლე­ბის შე­სა­ხებ ხმე­ბი ჯერ კი­დევ მა­შინ გავ­რცელ­და, ვიდ­რე სე­რი­ალ „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ ახალ სე­ზონ­ზე მათ პერ­სო­ნა­ჟებს შო­რის გაჩ­ნდე­ბო­და ინ­ტრი­გა.

ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ილოს და ანის ერ­თობ­ლი­ვი ფოტო გა­მოჩ­ნდა, კო­მენ­ტა­რებ­ში მათ და­ქორ­წი­ნე­ბას ულო­ცავ­დნენ, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ისინი უბრალოდ ერთად ცხოვრობენ და ოფიციალურ ურთიერთობაში არ არიან. „მახ­სოვს, პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას უზ­რდე­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა, რად­გან სტუ­დი­ა­ში რომ შე­ვე­დი, ტე­ლე­ფო­ნით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, ერთი ამომ­ხე­და და ისევ ტე­ლე­ფონ­ში ჩარ­გო თავი. გა­და­ცე­მის შემ­დეგ მომ­წე­რა, მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და სტუმ­რო­ბის­თვის... მე­გობ­რო­ბის სტრა­ტე­გია აირ­ჩია და შემ­დეგ შე­მაყ­ვა­რა თავი... ძა­ლი­ან კარ­გი, მშვი­დი და დაღ­ვი­ნე­ბუ­ლი ეტა­პია ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობთ თავს“, – ამ­ბობს ანი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. მსა­ხი­ო­ბი საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის­თვის სიყ­ვა­რუ­ლის ახ­სნას და თბილ სი­ტყვებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ ერი­დე­ბა.

ყველა ახალი ამბავი
0