Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„უნიჭიერესები...“ – გოჩა ჩერტკოევი მისი და მისი მეუღლის ორეულების ფოტოს აქვეყნებს

© Facebook / Shorena Gachechiladzeგოჩა ჩერტკოევი და შორენა გაჩეჩილაძე
გოჩა ჩერტკოევი და შორენა გაჩეჩილაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იცოდით, რომ გოჩა ჩერტკოევს და შორენა გაჩეჩილაძეს ორეულები ჰყავდათ? სოციალურ ქსელში მათი ფოტოები ვრცელდება.

ცნობილი ქორეოგრაფი გოჩა ჩერტკოევი, რომელიც საზოგადოებამ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის ამპლუაში გაიცნო, სოციალურ ქსელში სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა. ამჯერად ცნობილმა მოცეკვავემ მისი და მისი მეუღლის ორეულების ფოტო გამოაქვეყნა და მათ ნიჭიერება შეუქო.

როგორც ჩანს, გოგონებმა გოჩა ჩერტკოევის და შორენა გაჩეჩილაძის იმიჯის მორგება კარგად შეძლეს, რადგან მათ რეალური გმირებისგან ძნელად თუ გაარჩევთ. სახალისო ფოტოები მსახიობებმა ანა სანაიამ და თეკლა ჯავახაძემ გამოაქვეყნეს, რომელსაც უამრავი კომენტარი და მოწონება აქვს.

ცოტა ხნის წინ ქორეოგრაფმა და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის ყოფილმა წევრმა გოჩა ჩერტკოევმა მეგა-შოუს წლევანდელი სეზონი გააკრიტიკა. ჩერტკოევი წერს, რომ წელს შოუსთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. ცნობილი საცეკვაო შოუ „იმედზე“ ახალი სეზონით 11 ნოემბერს დაბრუნდა. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ წყვილებს ცნობილი მოცეკვავეები და ცნობილი სახეები ქმნიან.

წელს პროფესიონალ მოცეკვავეებთან ერთად პროექტის მონაწილეები გახდნენ მსახიობები, მოდელები, სპორტსმენები, მომღერლები: ნოდარ სიმსივე და მზია ორველაშვილი, ნინი გოგიჩაიშვილი და ირაკლი ძაძამია, ნათია ჩარკვიანი და იაკობ ყუფუნია, პაატა თედიაშვილი და თიკო ჩიტიძე, ანკა ვასაძე და ოთო ფოლადაშვილი, თემურ თათარაშვილი და ლოლიტა მაჭავარიანი, მაგდალენა ჯოხაძე და ლევან ახვლედიანი, დავით თარგამაძე და ჯულიანა ბარგნარი, მალხაზ გარსევანიშვილი და ირა კვიტინსკაია, გია ფერაძე და ვერკა ჯაჯანიძე. საცეკვაო შოუს წამყვანები ეკა ამირეჯიბი, დუტა სხირტლაძე და კახა კინწურაშვილი არიან, რომლებსაც შოუ მანამდეც არაერთხელ წაუყვანიათ. „ცეკვავენ ვარსკვლავები" საქართველოში პირველად 2012 წელს დაიწყო და მასში არაერთმა ცნობილმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ყველა ახალი ამბავი
0