Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სალომე ჭაჭუა ძაღლთან ერთად პოზირებს – როგორ გამოიყურება მოცეკვავის კეთილმოწყობილი ბინა

© Facebook / Salome Chachuaსალომე ჭაჭუა
სალომე ჭაჭუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქორეოგრაფი სალომე ჭაჭუა ბეირუთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ახალი წლის დღესასწაულს მოცეკვავე საკუთარ სახლში ზეიმობს. ნახეთ, რა მოდური ნაძვის ხე და სახლი აქვს სალომეს.

სალომე ჭაჭუამ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთგულ მაყურებელს წელს გული დასწყვიტა. პოპულარული მოცეკვავე ბეირუთის რეიტინგულ გადაცემაში მიიწვიეს. სალომემ მისიას თავი დიდი სირთულეების გარეშე გაართვა და ზაფხულის შემდეგ სახლს ახალი წლის დასაწყისში დაუბრუნდა. მან საახალწლოდ მორთული სახლიდან მშვენიერი ფოტო გამოაქვეყნა და "ფოლოვერებს" საახალწლო განწყობა შეუქმნა. აღსანიშნავია, რომ სალომე ჩამოფრენისთანავე "პრაიმ დენსის" სტუდიისკენ გაეშურა, სადაც მისი მოსწავლეები რამდენიმე თვის მანძილზე სულმოუთმელად ელოდნენ. მან პატარა მოცეკვავეებთან ერთად ნაძვის ხე საცეკვაო სტუდიაშიც მორთო.

ცეცხლოვანი და მიმზიდველი ქორეოგრაფი აღტაცებას იწვევს. განსაკუთრებულად აღსანიშნავი აღმოჩნდა მისი დუეტი მსახიობ გიორგი გილიგაშვილთან. მაყურებელმა პირველივე შესრულებიდან მათ მიმართ განსხვავებული ყურადღება გამოიჩინა. რა თქმა უნდა, მათი ერთობლივი სულისშემძვრელი ცეკვა სალომეს ახალი ურთიერთობის დაწყებას დაუკავშირეს. გიორგი გილიგაშვილი და სალომე ჭაჭუა საუკეთესო მეგობრები არიან. პირად ცხოვრებაზე ქორეოგრაფი გიორგი ვარდოსანიძესთან დაშორების შემდეგ აღარ საუბრობს.

ყველასათვის ცნობილი ქორეოგრაფი და პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შეუდარებელი მოცეკავავე თავად გახდა ვარსკვლავი. სალომე ჭაჭუას „მეტყველი ილეთების“  შესრულებით ბევრი ადამიანი ცრემლამდე მიუყვანია. სექსუალური ქორეოგრაფი საკუთარ სკოლას ხელმძღვანელობს. სალომე ჭაჭუა პოპულარობას მაშინაც არ კარგავს, როდესაც პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მორიგი სეზონი მთავრდება. ყოველ ახალ სეზონზე მოცეკვავე მეტად იხვეწება და არასდროს ჩერდება. მისი შეუდარებელი პლასტიკა და სექსუალური აღნაგობა უამრავი მამაკაცის მოწონებას იმსახურებს, მიუხედავად ამისა, სალომე ისევ მარტოა. ის პირადი ცხოვრების აწყობას რამდენჯერმე უშედეგოდ შეეცადა.

ყველა ახალი ამბავი
0