მან მიგვითითა, რომ ერთად მოვუაროთ ამ ქვეყანას – პრემიერი პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი გახარიას სიტყვებით, შობა სიკეთის, განახლების, ახალი ცხოვრების დაწყების ზეიმია. პრემიერმა თითოეულ ქართველს სურვილების ასრულება უსურვა.

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik.  საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა  საშობაო ეპისტოლეში მიგვითითა, რომ ეს ქვეყანა ყველასია და თითოეული მოქალაქის მოვალეობაა მოუაროს მას, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან.

პატრიარქმა საშობაო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. სადღესასწაულო ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ ქვეყნის პირველი პირები, ოპოზიციის წარმომადგენლები და მრევლი. 

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორის საშობაო ეპისტოლე

 „მან (პატრიარქმა – რედ.)  მიგვითითა, რომ ეს ქვეყანა ჩვენი ყველასია და ჩვენი ყველას ვალდებულებაა, განურჩევლად, ვის რა პოლიტიკური პოზიცია გვაქვს, ერთად მოვუაროთ ამ ქვეყანას, ეს არის დღევანდელი დღის არსი ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს აქ იყო. ეს არის ძირითადი არსი, რაც უწმინდესის ეპისტოლეში იყო“, – განაცხადა გახარიამ.

მისი სიტყვებით, შობა სიკეთის, განახლების, ახალი ცხოვრების დაწყების ზეიმია. პრემიერმა თითოეულ ქართველს სურვილების ასრულება უსურვა.

 „უწმინდესის ეპისტოლეში სრულად იყო კონცენტრირებული აი ეს სიბრძნე. მან პირდაპირ გვითხრა, რომ თავმდაბლობა არის მნიშვნელოვანი და არა ამპარტავნობა. მან პირდაპირ გვითხრა, რომ მიმტევებლობა არის მნიშვნელოვანი და არა კონფლიქტი. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ მას, ქართულ სამღვდელოებას, სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დღე, სიკეთის და იმედის დღე“, – დასძინა გიორგი გახარიამ.

პატრიარქის გზავნილში  აღნიშნულია, რომ სწორედ იესო ქრისტემ გვასწავლა, რომ სიყვარულშია ხსნა,  რომ სიმდაბლეშია – სიმაღლე, სიმარტივესა და უბრალოებაში, – სიდიადე, მოყვასის მსახურებაში – სიხარული, გაცემაში, – შეძენა და დათმენაში - გამარჯვება.

პატრიარქმა ღვთისმშობელს თხოვნით მიმართა, რომ შეცდომილნი შეუდგნენ ჭეშმარიტების გზას, ბოროტმზრახველთა, მოშურნეთა გულებმა სიმშვიდე იგრძნონ, დამნაშავეებმა მოინანიონ, მსჯავრდებულებმა თავისუფლების სიხარული იგრძნონ, მშივრები დანაყრდნენ, შიშვლები შეიმოსონ, სამართლიანობამ კი იზეიმოს.

ყველა ახალი ამბავი
0