22:20 11 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6138
  • 100 RUB4.1709
  • USD3.0743
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1948)
11447 0 0

ახალ წელს დები გოგიჩაიშვილები ზაფხულთან შეხვედრით იწყებენ, მზეზე ირუჯებიან და თბილისის ზამთრისთვის ბედნიერების ჰორმონებს იმარაგებენ. ნახეთ, როგორ ისვენებენ ისინი დუბაიში ფეშენებელურ სასტუმროში.

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი ცნობილ დასთან - ნინი გოგიჩაიშვილთან და მეუღლესთან ნიკოლოზ ნაყოფიასთან ერთად დუბაიში ისვენებს. სოციალურ ქსელში დები აქტიურად დებენ ვიდეოებსა და ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ ისინი ძვირადღირებულ სასტუმროში ისვენებენ და მოდური წვეულებების სტუმრები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა გოგიჩაიშვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავდა, კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ მათ წყვილზე. საზოგადოებამ წყვილის ნიშნობის შესახებ Instagram-დან შეიტყო. 2019 წელი ნანუკა გოგიჩაიშვილისთვის ერთდროულად იყო ძალიან სევდიანი და ამავე დროს სასიხარულო. უმშვენიერესი მოდელის მამა, ყველასათვის საყვარელი მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი, გოგიჩა სწორედ გასულ წელს დაიღუპა. ის ხანგრძლივი დროის მანძილზე ებრძოდა მძიმე სენს. მამის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში მას საყვარელმა მამაკაცმა, ბიზნესმენმა ნიკა ნაყოფიამ მოულოდნელად ხელი სთხოვა. წყვილს ქორწილის გადახდაც ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა გოგიჩას გარდაცვალების გამო ეს გადაიდო.

ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი­სა და ნიკა ნა­ყო­ფი­ას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც ნი­კამ ნა­ნუ­კას Instagram-ზე სა­ჯა­როდ მი­უ­ლო­ცა და­ბა­დე­ბის დღე – გამოაქვეყნა ვი­დეო წარ­წე­რით: „გი­ლო­ცავ ნა­ნუ­კა! შენ ჩემ­თვის ხე­ლოვ­ნე­ბის საყ­ვა­რე­ლი ნი­მუ­ში ხარ“. ბოლოს კი ნანუკამ Instagram-ის „სთორიში“ გამოაქვეყნა ხელის თხოვნის ვიდეო. ბოლო წლე­ბია, მო­დე­ლი ხა­ტავს და ჩი­კა­გო­ში გა­მო­ფე­ნებ­საც მარ­თავს. 

მოდელმა ნიკა ნაყოფიას 10 ივნისს დაბადების დღეზე სიურპრიზიც მოუწყო – სამსახურში ტორტით და ბუშტებით მიადგა, რისი ამსახველი ფოტოც მოდელს „ინსტაგრამზე“ უდევს. ნიკა ნაყოფიას ოჯახი „მად­ნე­უ­ლი­სა“ და „კვარ­ცი­ტის“ აქ­ცი­ე­ბს ფლობს. სწორედ „კვარ­ცი­ტის“ კონ­სულ­ტან­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და ნიკა ნა­ყო­ფია 19 წლის ასა­კი­დან და მისი შე­მო­სა­ვა­ლი თვე­ში 220 000 ლარს შე­ად­გენ­და, რაც ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის ქვე­ყა­ნა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო შე­მო­სა­ვა­ლია.

ნი­კას ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და. მან ცო­ლად „მის სა­ქარ­თვე­ლო 2008“ ხა­თუ­ნა სხირტლა­ძე მო­იყ­ვა­ნა. ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ წყვი­ლი ჰო­ლან­დი­ა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, მაგ­რამ ისი­ნი და­შორ­დნენ და ხა­თუ­ნა სხირტლა­ძე ახლა სხვაზეა დაქორწინებული. ნანუკას Instagram-ის „სთორიში“ კითხვა დაუსვეს, როგორ გაიცნეს მან და ნიკოლოზ ნაყოფიამ ერთმანეთი, რაზეც მოდელმა უპასუხა, რომ მოკლე დროში ამის მოყოლა ძნელია, რადგან ყველაფერი ზღაპრულად მოხდა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1948)

მთავარი თემები