21:07 29 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1871
  • 100 RUB4.6063
  • USD2.8929
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (189)
73 0 0

საქართველოს ზამთრის ორი კურორტი – გუდაური და ბაკურიანი ახალი წლის დღეებში წყლის გარეშე დარჩა. შექმნილი ვითარების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე დამსვენებლები.

თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. გუდაურში, „რედკოს“ დასახლებაში წყალმომარაგება ისევ შეწყდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი „რედკოს“ პროექტების მენეჯერის მალხაზ კუნელაურის განცხადებაზე დაყრდნობით. 

საქართველოს ზამთრის კურორტები – გუდაური და ბაკურიანი ახალი წლის დღეებში წყლის გარეშე დარჩა. გუდაურში წყლის მიწოდება რამდენჯერმე აღდგა, თუმცა დღეს დამსვენებლები იმავე პრობლემას გადააწყდნენ. შექმნილი ვითარების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე დამსვენებლები. 

მალხაზ კუნელაურის განცხადებით, ამ დროისთვის „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ პრობლემის მიზეზებს ადგენს.

„გუშინ, საღამოს აღდგა წყალმომარაგება, თუმცა წყლის წნევა დაბალი იყო და წყალი სასტუმროს მესამე სართულის ზემოთ მაინც ვერ ავიდა. დღეს კი წნევა საერთოდ დაეცა. აბსოლუტურად გაუგებარია, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რადგან გუშინ გვითხრეს, რომ ძირითადი სამუშაოები, რაც იყო ავარიასთან დაკავშირებით, დასრულებულია“, – განაცხადა კუნელაურმა.

გავრცელებული ინფორმაციით, წყალმომარაგების პრობლემის გამო ტურისტების ნაწილმა გუდაური უკვე დატოვა.

გუდაურში არსებულ „რედკოს“ დასახლების კორპუსებს წყლის მიწოდება 31 დეკემბრის საღამოს შეუწყდა. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ინფორმაციით, ამის მიზეზი ნალექების სიმცირე გახდა. კომპანიამ პრობლემის მოსაგვარებლად ტექნიკური სამუშაოები ჩაატარა, თუმცა პრობლემის სრულად მოგვარება რამდენიმე დღეა ვერ ხერხდება.

 

თემები:
ტურიზმი საქართველოში (189)

მთავარი თემები