23:45 17 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1127
  • 100 RUB4.5228
  • USD2.8718
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (162)
151 0 0

საქართველოს მთავარი ინფექციონისტი ირწმუნება, რომ პანიკისთვის საფუძველი არ არსებობს - ქვეყანაში გრიპის ვირუსის ეპიდემია ჯერჯერობით არ არის

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. გრიპის ვირუსით დაავადებულთა შესახებ ახალი სტატისტიკური მონაცემები ცნობილი 6 იანვარს გახდება, ქვეყანა შორს არის ეპიდემიური აფეთქებისგან, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

თბილისში ვირუსით რვა წლის ბავშვი გარდაიცვალა >>

მისი თქმით, კლინიკებში გრიპის ვირუსის მიმართვიანობა გაზრდილია, მაგრამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჰოსპიტალიზაციისა და გართულებების მაჩვენებელი ორჯერ ნაკლებია.

„ხვალ გვექნება სტატისტიკა, ამ კვირის შემაჯამებელი მონაცემები. რამდენადაც მე წინასწარი ინფორმაცია მაქვს, არ არის მნიშვნელოვანი ზრდა, მაგრამ დაზუსტებული სტატისტიკა იქნება ორშაბათს“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე ირწმუნება, რომ სამედიცინო სექტორი მზად არის პაციენტთა გაზრდილი ნაკადი მისაღებად. მისი თქმით, გრიპის სეზონი სამ თვეს გაგრძელდება, ამიტომ მნიშვნელოვანია გრიპის აცრის ჩატარება, რომელიც ორგანიზმს გრიპის მოცემული შტამის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავებაში ეხმარება.

საშიში ვირუსი

სტატისტიკური მონაცემებით, გრიპისა და გრიპის მსგავსი დაავადებების მაჩვენებელმა 312-ს მიაღწია 100 ათას ადამიანზე. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 277 იყო.

ეპიდემიად მიიჩნევა მაჩვენებელი, როდესაც კონკრეტული ვირუსით 100 ათას მცხოვრებზე 450–500 ადამიანი ავადდება.

გასული წლის დეკემბერ–იანვარში საქართველოში H1N1 გრიპის ვირუსი, ე.წ. „ღორის გრიპი“ მძვინვარებდა, რომლის ნიადაგზე გართულებების შედეგად 22 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში ძირითადად А და В ტიპის ვირუსები ცირკულირებს. თუმცა А ტიპის ვირუსებთან (H1N1, H3N5) შედარებით, უფრო სჭარბობს მსუბუქი ფორმის В ტიპის ვირუსით დაავადების შემთხვევები.

საქართველოში ბოლო პერიოდში H1N1 ტიპის გრიპის ვირუსით გამოწვეული გართულებებისგან ორი ადამიანი გარდაიცვალა. ორივე შემთხვევაში პაციენტებს ჰქონდათ ქრონიკული დაავადებები და არ ჰქონდათ გრიპის აცრა გაკეთებული.

 

 

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (162)

მთავარი თემები