21:10 22 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2077
  • 100 RUB4.6777
  • USD2.8877
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (136)
7510

2020 წლის მეორე ნახევრიდან გეგმიური აცრებისთვის გათვალისწინებული სამკომპონენტიანი ვაქცინების ოთხკომპონენტიანით ჩანაცვლება იგეგმება

თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. 2020 წლიდან საქართველოს სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებს В ჰეპატიტზე აცრიან.

2020 წლის საქართველოს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებში შესწორებები შევიდა. დადგენილების შესაბამისი პროექტი მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. ცვლილებები ასევე ვაქცინაციის მიმართულებას შეეხო.

„გათვალისწინებულია სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტების აცრა В ჰეპატიტის წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთი მომავალი პროფესიიდან გამომდინარე სავალდებულოდ უნდა იყვნენ აცრილი ამ დაავადების მიმართ“, - იუწყება პირველი არხი ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

ასევე, 2020 წლის მეორე ნახევრიდან გეგმიური აცრებისთვის გათვალისწინებული სამკომპონენტიანი ვაქცინების ოთხკომპონენტიანით ჩანაცვლება იგეგმება. აღნიშნული ცვლილება ეხება გეგმიურ აცრებს, რომლებიც 18 თვისა და ხუთი წლის ასაკის ბავშვებს უკეთდება.

წითელას გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, რომლის ეპიდემია გასულ წელს იყო, 2019 წლის 1 იანვრიდან გეგმიური აცრები საქართველოში სავალდებულო გახდა. საქართველოში სავალდებულოა ტუბერკულიოზის, В ჰეპატიტის, როტავირუსული ინფექციის, პნევმოკოკის, დიფტერიის, ყივანახველის, ტეტანუსის, В ტიპის ჰემოფილური ინფექციის, პოლიომიელიტის, წითელას, წითურას და ყბაყურას საწინააღმდეგო აცრები.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (136)

მთავარი თემები