23:44 18 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1146)
929 0 0

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ახალ ტრენდს - მომრავლებულ ვლოგერებს, რომლებიც თავის მოვლის საშუალებებზე ყვებიან, მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ვიდეოთი პასუხობს

მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ახალ ტრენდს სახალისო ვიდეოთი უპასუხა, სადაც ის სახის მოვლისთვის შოკოლადის კრემს, კეტჩუპს, თაფლს და კარაქს იყენებს. ვიდეოს უამრავი სახალისო კომენტარი აქვს.

ნანკა ყველა გადაცემისთვის სასურველი და რეიტინგული სტუმარია. ტელეწამყვანი და მსახიობი ჟურნალისტებს შორის ერთ-ერთ ყველაზე გულახდილ რესპონდენტადაა მიჩნეული. მიუხედავად ამისა, გათხოვების, დაფეხმძიმებისა და შემდეგ ქმართან გაშორების შემდეგ მასმედიასთან ამ თემებზე საჯაროდ არ უსაუბრია. ნანკას და ირაკლის საერთო შვილი გაუჩნდათ. პატარა ბიჭუნა 2013 წელს დაიბადა. მას დანიელი დაარქვეს. ნანკას ფეხმძიმობის შესახებ 2012 წლის მიწურულს გახდა ცნობილი, როდესაც ნანკა სამი თვის ორსული იყო. წლების მანძილზე შეყვარებული წყვილი ერთად ცხოვრობდა, მაგრამ ურთიერთობას ოფიციალური სახე არ შესძინეს.

პოპულარული მსახიობი ტელეეთერებში ხშირად აღნიშნვდა, რომ ურთიერთობაში მთავარი სიყვარულია. როგორც უკვე გამოცდილი მშობლების სოციალური ქსელებით ირკვევა, 5 წლის დანიელი ძალიან ჭკვიანი და ერუდირებული ბიჭია. მამა – ირაკლი კეიდია შვილს დიდ დროს უთმობს და მის აღზრდაში არანაკლები წვლილი მიუძღვის. რამდენიმე ხნის წინ ირაკლიმ მეგობრებს პატარა დანიელის ნააზრევი გაუზიარა. აი, რას წერს შვილზე მსახიობის ყოფილი მეუღლე: „5 წლის დანი მიხსნის – იცი, რომ კოსმოსი ციფრებისგან შედგება? საიდან იცი-მეთქი და ვიცი, იმიტომ რომ ერთიც და მეორეც უსასრულოა... ნორმალურია ეხლა ეს ჟღვინტი?“ პატარა დანიელის ფოტოები დიდ ყურადღებას იქცევს. გარდა იმისა, რომ ბიჭუნა ცნობილი მშობლებით იქცევს ყურადღებას, მას უჩვეულო გარეგნობა აქვს. ნანკას და ირაკლის საერთო მეგობრები დანიელს „პატარა მწიგნობარს“ უწოდებენ.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1146)

მთავარი თემები