მონაცემები კლინიკიდან: ვირუსული ინფექცია სულ უფრო მეტ ბავშვს უტევს

© photo: Sputnik / Vitaliy Ankovგრიპის ვირუსი სკოლაში
გრიპის ვირუსი სკოლაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებული მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის ძირითადად ცირკულირებს B ტიპის ვირუსი, რომელიც A ტიპის ვირუსთან შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. ვირუსული ინფექციებით დაავადებულ პაციენტთა მიმართვიანობა საგრძნობლად გაზრდილია — საავადმყოფოს 24 საათში მინიმუმ 100 პაციენტი მიმართავს, იუწყება „პირველი არხი“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოზე დაყრდნობით. 

გრიპის ვირუსი საქართველოში - Sputnik საქართველო
გრიპი გვიტევს, მაგრამ ეპიდემიის საფრთხე საქართველოში ამ ეტაპზე არ არსებობს

ტელეარხის ინფორმაციით, ამ დროისათვის ძირითადად ცირკულირებს B ტიპის ვირუსი, რომელიც A ტიპის ვირუსთან შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

„დეკემბრის პირველი ნახევრიდან ვირუსული ინფექციით დაავადებულ პაციენტთა მომართვიანობა საგრძნობლად გაზრდილია. ძირითადად ლაბორატორიული კვლევებით დასტურდება B ტიპის ვირუსები“, — განუცხადა ტელეარხს გადაუდებელი მედიცინის ექიმმა თამარ ყიყიშვილმა.

მისი თქმით, კლინიკა მზადაა პაციენტების დასახმარებლად და ადგილების რაოდენობაც საკმარისია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სტატისტიკური მონაცემებით, გრიპითა და გრიპის მსგავსი დაავადებების მაჩვენებელმა 312 ერთეულს მიაღწია 100 ათას ადამიანზე. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ეს მაჩვენებელი 277-ს შეადგენდა. ეპიდემიად კი მიიჩნევა კონკრეტული ვირუსით დაავადების 450-500 შემთხვევა ყოველ 100 ათას მცხოვრებზე.

მანამდე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში გრიპის ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0