07:25 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1880)
7305 0 0

ყველა კარგად იცნობს ნადირაძე-კუზანოვების ოჯახს. მათი ოჯახის გარშემო განვითარებულ მოვლენებს თვალყურს დიდი ინტერესით ადევნებენ. ახალ წელს ნინო ნადირაძის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს გარშემო საზოგადოების განხილვა არ წყდება.

ცნობილი კარდიოლოგის ნინო ნადირაძის ვიდეოს, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და სადაც ჩანს, რომ მისი მეუღლე გუგა კუზანოვი პიროტექნიკას არასწორად ისვრის, უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ჩანს, გუგამ მისი გამოყენების ინსტრუქცია არ იცოდა, ამიტომ ვიდეო მოულოდნელად მალე დასრულდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, თუმცა სოციალურ ქსელში მისი განხილვა არ წყდება.

ცნობილმა პროდიუსერმა და გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანმა პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ, რომელიც ცნობილი წყვილის მეგობარია, გადაწყვიტა, Instagram-ზე ვიდეო გამოექვეყნებინა, სადაც ცნობილ პლასტიკურ ქირურგს პიროტექნიკის სწორად გამოყენებას ასწავლის.

ცოტა ხანში ნინო ნადირაძემ მეუღლესთან ერთად ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებას მიმართავს და ამბობს, რომ ის და მისი მეუღლე თავს შესანიშნავად გრძნობენ და „ახალი „პიტარდების“ გაშვების საკითხზე მეცადინეობენ“.

კუზანოვების ოჯახის ყველაზე ხშირი სტუმარი მასმედია ხდება. კარდიოლოგი დიდი სიხარულით მასპინძლობს სხვადასხვა გადაცემებს და ტელეეკრანებზე ინტენსიურად ჩნდება. გუგა და ნინო ერთად გატარებულ ერთ რუტინულ დღეს ყველას უზიარებენ. ნინო საკუთარ გარდერობსაც კი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს და ქალბატონების აღფრთოვანებული კომენტარები არ წყდება.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1880)

მთავარი თემები