Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ცნობილები ვერცხლისფერ და თეთრ კაბებში – ნახეთ ვინ როგორ შეხვდა ვირთხის წლის დადგომას

© Photo: Tako Natsvlishvili / FBთაკო ნაცვლიშვილი
თაკო ნაცვლიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასტროლოგების რჩევები, რომ ახალი წლის შესახვედრად სასურველი იყო გრძელი კაბის ჩაცმა და უპირატესობა თეთრი, ვერცხლისფერი და ნაცრისფერი ფერებისთვის უნდა მიენიჭებინათ, ქართველმა ცნობილებმაც გაითვალისწინეს. ნახეთ, ვინ როგორ გამოიყურებოდა ახალ წელს.

ახალი წელი ის დღესასწაულია, რომლისთვისაც ყველა წინასწარ ემზადება. ამბობენ, როგორც შეხვდები ახალ წელს, მთელ წელს ისე გაატარებო. 2020 წელი განსაკუთრებულია, რადგან თეთრი მეტალის ვირთხის წელი ნაკიანია, ანუ თებერვალი 29 დღით იქნება. ასტროლოგების რჩევები, რომ ახალი წლის შესახვედრად სასურველი იყო გრძელი კაბის ჩაცმა და უპირატესობა თეთრი, ვერცხლისფერი და ნაცრისფერი ფერებისთვის უნდა მიენიჭებინათ, უცხოელი ვარსკვლავების არ იყოს, ქართველმა ცნობილებმაც გაითვალისწინეს.

შორენა ბეგაშვილმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. ტელეწამყვანი ახალი წლის ღამეს ბრწყინავდა. შორენას „მარიონელას“ თეთრი კაბა ეცვა. მსახიობის ახალ ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ქართველი სუპერმოდელი თაკო ნაცვლიშვილი „ინსტაგრამზე“ ახალ ფოტოებს აქვეყნებს. თაკო ახალ წელს ბრჭყვიალა, ნახევრადგამჭვირვალე კაბით შეხვდა. გოგონამ უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.

ვერცხლისფერ კაბაში შეხვდა ახალ წელს „მასტერშეფის“ მონაწილე და ცნობილი მოდის ბლოგერი დალი ჩიტალაძეც.

ასევე ვერცხლისფერ კაბაში ბრწყინავდა ყოფილი მოდელი და მოდის სახლის დამაარსებელი ნინა ცქიტიშვილი, რომელიც ცნობილი მოდელის თაკო ცქიტიშვილის დედაა.

ტრენდს არ ჩამორჩა ცნობილი დიზაინერი ანუკი არეშიძეც, რომელმაც სოციალურ ქსელში შვილებთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და წაიწუწუნა, რომ წესიერი ფოტოების გადაღება ბავშვების გამო ვერ შეძლო, თუმცა, მკითხველი ალბათ დაგვეთანხმება, რომ ყოფილი მოდელი არაჩვეულებრივად გამოიყურება.

ვერცხლისფერ კაბაში შეხვდა ახალ წელს მომღერალი ნინო ჩხეიძეც, რომელმაც სოციალური ქსელით ახალი წელი საფრანგეთიდან მოგვილოცა. როგორც ჩანს, მომღერალი იქ ოჯახთან ერთდ იმყოფებოდა და ევროტურს აგრძელებს.

თეთრი მეტალისფერი კაბა ემოსა მოდელს და პროდიუსერ ნოე სულაბერიძის მეუღლეს ჯანეტ ქერდიყოშვილს, რომელმაც სოციალურ ქსელში ფოტო ოჯახთან – მშობლებთან და ძმასთან ერთად გამოაქვეყნა. მოდელი მოკლე ხანში დედა გახდება.

ყველა ახალი ამბავი
0