Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი ოჯახი...“ - ნანუკა გოგიჩაიშვილი ორსულადაა? - მოდელი უახლეს ფოტოებს აქვეყნებს

© Facebook / Nanuka Gogichaishviliნანუკა გოგიჩაიშვილი
ნანუკა გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა გოგიჩაიშვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავდა, კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ მათ წყვილზე

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი პირად ურთიერთობას დიდი ხნის მანძილზე საგულდაგულოდ მალავდა. საზოგადოებამ წყვილის ნიშნობის შესახებ Instagram-დან შეიტყო. 2019 წელი ნანუკა გოგიჩაიშვილისთვის ერთდროულად იყო ძალიან სევდიანი და ამავე დროს სასიხარულო. უმშვენიერესი მოდელის მამა, ყველასათვის საყვარელი მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი, გოგიჩა სწორედ წელს დაიღუპა. ის ხანგრძლივი დროის მანძილზე ებრძოდა მძიმე სენს. მამის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში მას საყვარელმა მამაკაცმა, ბიზნესმენმა ნიკა ნაყოფიამ მოულოდნელად ხელი სთხოვა. წყვილს ქორწილის გადახდაც ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა გოგიჩას გარდაცვალების გამო ეს გადაიდო.

ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი­სა და ნიკა ნა­ყო­ფი­ას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც ნი­კამ ნა­ნუ­კას Instagram-ზე სა­ჯა­როდ მი­უ­ლო­ცა და­ბა­დე­ბის დღე – გამოაქვეყნა ვი­დეო წარ­წე­რით: „გი­ლო­ცავ ნა­ნუ­კა! შენ ჩემ­თვის ხე­ლოვ­ნე­ბის საყ­ვა­რე­ლი ნი­მუ­ში ხარ“. ბოლო წლე­ბია, მო­დე­ლი ხა­ტავს და ჩი­კა­გო­ში გა­მო­ფე­ნებ­საც მარ­თავს. მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა გოგიჩაიშვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავდა, კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ მათ წყვილზე. ბოლოს კი ნანუკამ Instagram-ის „სთორიში“ გამოაქვეყნა ხელის თხოვნის ვიდეო.

მოდელმა ნიკა ნაყოფიას 10 ივნისს დაბადების დღეზე სიურპრიზიც მოუწყო – სამსახურში ტორტით და ბუშტებით მიადგა, რისი ამსახველი ფოტოც მოდელს „ინსტაგრამზე“ უდევს. ნიკა ნაყოფიას ოჯახი „მად­ნე­უ­ლი­სა“ და „კვარ­ცი­ტის“ აქ­ცი­ე­ბს ფლობს. სწორედ „კვარ­ცი­ტის“ კონ­სულ­ტან­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და ნიკა ნა­ყო­ფია 19 წლის ასა­კი­დან და მისი შე­მო­სა­ვა­ლი თვე­ში 220 000 ლარს შე­ად­გენ­და, რაც ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის ქვე­ყა­ნა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო შე­მო­სა­ვა­ლია.

ნი­კას ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და. მან ცო­ლად „მის სა­ქარ­თვე­ლო 2008“ ხა­თუ­ნა სხირტლა­ძე მო­იყ­ვა­ნა. ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ წყვი­ლი ჰო­ლან­დი­ა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, მაგ­რამ ისი­ნი და­შორ­დნენ და ხა­თუ­ნა სხირტლა­ძე ახლა სხვაზეა დაქორწინებული. ნანუკას Instagram-ის „სთორიში“ კითხვა დაუსვეს, როგორ გაიცნეს მან და ნიკოლოზ ნაყოფიამ ერთმანეთი, რაზეც მოდელმა უპასუხა, რომ მოკლე დროში ამის მოყოლა ძნელია, რადგან ყველაფერი ზღაპრულად მოხდა. ცოტა ხნის წინ ნანუკამ ოჯახის გარემოცვაში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მას აშკარად ეტყობა წამოზრდილი მუცელი. როგორც ჩანს, მოდელი ორსულადაა და წყვილი უახლოეს პერიოდში მშობლები გახდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0