Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სალომე ღვინიაშვილი და ანუკი არეშიძე ერთად ცეკვავენ – გლამურული საღამო ანუკის სახლში

© courtesy of Anouki Areshidzeანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღმოჩნდა, რომ ორი ულამაზესი მოდელი საუკეთესო მეგობრები არიან. ისინი ერთად არც ისე ხშირად ჩნდებიან, თუმცა მათი გაერთიანება ერთი დიდი ზეიმია. ამჯერად ანუკიმ სალომე და სხვა ნაკლებად ცნობილი ქალბატონები საკუთარ სახლში საღამოს წვეულებაზე დაპატიჟა.

სოციალურ ქსელში სალომეს მიერ გამოქვეყნებული მხიარული ფოტო-ვიდეოები გავრცელდა. სუპერ-მოდელებმა საღამოს ერთად გატარება გადაწყვიტეს. მათ თავი ანუკი არეშიძის სახლში მოიყარეს და დაუვიწყარი დრო გაატარეს. ორი დიზაინერის ჰაეროვანი ცეკვა პოზიტიურ ემოციებს იწვევს. მათი მეგობრობა რამდენიმე წელს ითვლის.

აღსანიშნავია, რომ სალომე ღვინიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი ანუკის და კახის ჯვრისწერაზეც იყვნენ მიწვეულნი, სადაც საუცხოოდ გამოიყურებოდნენ. ანუკი არეშიძე, სალომე ღვინიაშვილი, მაკა კვიციანი და ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ღონისძიებების ორგანიზატორი ანი პირველი კოლეგებიც არიან.

როგორც ჩანს, ყოფილი ფეხბურთელები კახა და ზურა ძალიან მეგობრობენ. მოდელ ცოლებთან შედარებით მათი საერთო ფოტოები უფრო ხშირად ვრცელდება.

ორი შეუდარებელი ყოფილი მოდელის სოციალური ქსელი ინდივიდუალიზმით აღსავსე ფოტოებითაა გადაჭედილი. მათი ვირტუალური სივრცე ერთ მიკრობლოგადაა გარდაქმნილი, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ. მათი „ფოლოვერების“ რიცხვი დღითიდღე იზრდება.

სალომეს და ანუკის შრომატევადი და ძალიან რთული კარიერული გზა აქვთ გავლილი. მოდელები დილიდან საღამომდე საკუთარი ბრენდის დახვეწისთვის თავდაუზოგავად მუშაობენ. მიუხედავად ამისა, გაერთიანებას და ერთად ცეკვას ყოველთვის ახერხებენ.

ყველა ახალი ამბავი
0