01:13 09 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პასპორტი (23)
122 0 0

მოსარჩელეები უარს აცხადებენ „ჩიპიანი" პირადობის მოწმობასა და ბიომეტრიულ პასპორტზე, რომლებიც, მათი განცხადებით, ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში ნაწილობრივ მიიღო საქართველოს ორი მოქალაქის სარჩელი, რომელთათვისაც მიუღებელია პირადობის მოწმობებისა და ბიომეტრიული პასპორტების გაცემა მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლით („ჩიპით“).

საკონსტიტუციო სასამართლომ მხოლოდ იმ ნორმის კონსტიტუციურობის განხილვა გადაწყვიტა, რომელიც შეეხება პირადობის მოწმობას, გადაწყვეტილების მიღებამდე კი ამ ნორმის მოქმედება შეჩერებული იქნება.

სასამართლოს სარჩელით ნანა სეფაშვილმა და ია რეხვიაშვილმა მიმართეს.

„მათი მტკიცებით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის („ჩიპის") შემცველი პირადობის მოწმობა და პასპორტი ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას", – ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შესაბამისად, მოსარჩელეები რწმენის გამო უარს აცხადებენ ასეთი დოკუმენტების მიღებაზე, რჩებიან პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე, რაც იწვევს სოციალური ცხოვრებისგან მათ სრულ იზოლირებას და უზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს.

საქართველოში დოკუმენტების გარეშე შეუძლებელია არჩევნებში მონაწილეობა, სამედიცინო მომსახურების მიღება, დასაქმება, სწავლა, რიგი სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობა, ნებისმიერი საბანკო-საფინანსო დაწესებულებასთან ურთიერთობა და ა.შ.

თემები:
საქართველოს პასპორტი (23)

მთავარი თემები