20:00 26 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ახალი 2020 წელი (37)
13710

ახალი წლის ზეიმები, როგორც ცნობილია, ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელ ზამთრის არდადეგებს ემთხვევა. ეს კი ნიშნავს, რომ მშობლები უბრალოდ ვალდებული არიან პატარებს ზეიმი მოუწყონ.

ამიტომაც  „Sputnik–საქართველო“ გაგარკვევთ, თუ სად არის უკეთესი ბავშვთან ერთად წასვლა, რათა პატარებთან ერთად სიამოვნება უფროსებმაც მიიღონ.

ღონისძიებების პროგრამა

საახალწლო შოუ თოვლის ბაბუასთან, ფიფქიასთან და მოზარდ-მაყურებელთა თეატრის მსახიობებთან ერთად – 28 დეკემბერი, 12:00, 15:00 („ჩაიხანა ბაზარი“, რუსთაველის გამზირი, 2/4)

„მაშა და დათვის შოუ“ – 3, 4, 13, 15 და 17 იანვარი, 13:00 („თბილისი არტ ჰოლი“, დადიანის ქუჩა, 26)

ჯადოსნური დღეები მთაწმინდის პარკში – 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე (მთაწმინდის პარკი) 

საახალწლო საჩუქრები
საახალწლო საჩუქრები

საახალწლო წარმოდგენები თბილისის ცირკში – 21, 22, 28, 29 და 30 დეკემბერი, სეანსები 13:00 და 17:00 (გმირთა მოედანი, 1)

საშობაო ბაზრობა – 21, 22, 28, 29 დეკემბერი, 4 და 5 იანვარი (თბილისის ზოოპარკი)

მოგზაურობა უდაბნოდან ლაპლანდიაში – 28, 29, 30, 31 დეკემბერი, 11:00 და 13:15 („ზალიკოს ცენტრი“, 26 მაისის მოედანი, 1)

საშობაო ბაზრობა – 21, 22, 28, 29 დეკემბერი, ასევე 4, 5, 11 და 12 იანვარი, 13:00-დან 16:00 საათამდე (რესტორან „აგარაკის“ ტერიტორია, ბეთანია)

თოჯინების თეატრი და აზოტის შოუ, 28 და 29 დეკემბერი – „ყინულის შოუ“ და „ილუზიონისტების შოუ“, ასევე 4, 5, 11, 12 იანვარი (ვაკის პარკი)

თეატრი

ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ–მაყურებელთა თეატრი ახალი წლის დღეებში გთავაზობთ სპექტაკლებს:

„რწყილი და ჭიანჭველა“ – 21, 22 დეკემბერი და 5 და 7 იანვარი, 12:00, მცირე დარბაზი

„სალამურა“ – 21 დეკემბერი, 13:00, დიდი დარბაზი 

საახალწლო სათამაშოები
© Sputnik / Levan Avlabreli
საახალწლო სათამაშოები

„ალადინი“ – 27, 28 და 29 დეკემბერი, ასევე 3, 4, 6, 9, 10, 11 იანვარი, 13:00 და 16:00, დიდი დარბაზი

„ურჩხული და მზეთუნახავი“ – 28, 29 და 30 დეკემბერი, ასევე 2, 5, 7, 8 იანვარი, 13:00 და 16:00, დიდი დარბაზი

„თაგვები და ყველი“ – 3 და 8 იანვარი, 19:00 და 15:00, მცირე დარბაზი

„სპლიყვი Fant" - 2 იანვარი, 15:00, ექსპერიმენტული დარბაზი

„სევილიელი დალაქი" - 4 იანვარი, 15:00, მცირე დარბაზი

„პატარა უფლისწული" - 18 იანვარი, 13:00, დიდი დარბაზი

„ხუთკუნჭულა" – 12იანვარი, 13:00, დიდი დარბაზი

„ოქროს თევზი" - 12 იანვარი, 15:00, მცირე დარბაზი

„სარა ბარა ბზია ბზბოიტ" (აფხაზურად „მე შენ მიყვარხარ") - 12 იანვარი, 19:00, დიდი დარბაზი

„თოვლის დედოფალი“ – 27, 28 დეკემბერი, 12:00 და 15:00, დიდი დარბაზი, ასევე 5, 6, 9 იანვარი, 12:00 15:00, დიდი დარბაზი 

ნაძვის ხის საახალწლოდ მორთვის ტრადიცია 2 ათასი წლისაა
ნაძვის ხის საახალწლოდ მორთვის ტრადიცია 2 ათასი წლისაა

„ბურატინო" - 29 დეკემბერი, 12:00 და 15:00, დიდი დარბაზი

„მაუგლი" - 30 დეკემბერი, 12:00 და 15:00, დიდი დარბაზი, ასევე 3 იანვარი, 12:00 და 15:00, დიდი დარბაზი

„კარლსონის თავგადასავალი" - 4 იანვარი, 12:00 და 15:00, დიდი დარბაზი

„ფრთები ნამცეცასთვის" - 8 იანვარი 12:00 და 15:00, დიდი დარბაზი

ახმეტელის თეატრი

„შელკუნჩიკი" - 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31 დეკემბერი, ასევე 10, 11 და 12 იანვარი, 14:00

„თოვლის დედოფალი" - 2, 3, 4, 5, 6, 8, 9 იანვარი, 14:00

რუსთაველის თეატრი

„საახალწლო კონცერტი" – 3–14 იანვარი, 14:00, მცირე დარბაზი

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გისურვებთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს!

თემები:
ახალი 2020 წელი (37)

მთავარი თემები