„სასწრაფო დახმარება“: თბილისში გრიპით დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მოუწოდებს თბილისელებს, გრიპის პირველი სიმპტომებისთანავე ექიმს მიმართონ.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. გრიპისა და გრიპის მსგავსი დაავადებების გამო თბილისელები უფრო ხშირად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადებს იძახებენ.

გრიპი გვიტევს – საქართველოში H1N1-ის შემთხვევები გახშირდა >>

„თხოვნით მივმართავთ მოსახლეობას – გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციებით გამოწვეული დაავადებების პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე, გართულებების თავიდან აცილებისა და ეფექტური მკურნალობის მიზნით მიმართონ პირველადი ჯანდაცვის რგოლს: ოჯახის ექიმს, პედიატრს, თერაპევტს, რათა მოხდეს დაავადების ზუსტი დიაგნოსტირება“, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

მოსახლეობა გრიპისგან თავს ნიღბებით იცავს - Sputnik საქართველო
გრიპის სეზონი დგება: В ტიპის ვირუსთან ერთად ასევე ცირკულირებს H1N1 და H3N2

იქვე აღნიშნულია, რომ დამატებითი გამოკვლევების ჩატარება სასწრაფო დახმარების ექიმების კომპეტენციაში არ შედის.

„გვსურს კიდევ ერთხელ შევახსენოთ მოსახლეობას, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების კომპეტენცია შემოიფარგლება პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სიცოცხლისათვის საშიში და გადაუდებელი მდგომარეობების მართვით“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში ძირითადად ისეთი სეზონური დაავადებებია, როგორიცაა B ტიპის ვირუსი, ასევე H1N1 და H3N2 ტიპის გრიპი. B ტიპის ვირუსი მიმდინარეობს შედარებით მსუბუქად, სურდოს მსგავსად.

გარდა ამისა, საქართველოში გავრცელებულია ადენოვირუსები, ენტეროვირუსები, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი.

თბილისის სკოლაში მენინგიტის შემთხვევა დაფიქსირდა – მოზარდი საავადმყოფოში მოხვდა >>

წელს სახელმწიფომ დააფინანსა 90 ათასი ადამიანის ვაქცინაცია – მედპერსონალის და რისკის ჯგუფში მყოფი მოქალაქეების. კიდევ 40 ათასმა ადამიანმა აცრა კერძო კლინიკაში ჩაიტარა.

რისკის ჯგუფში არიან ბავშვთა სახლების აღსაზრდელები, მოხუცებულთა სახლების ბენეფიციარები, დიაბეტით დაავადებული, ორსულები, დიალიზზე მყოფი პირები, ასევე С ჰეპატიტით დაავადებულები და აივ-ინფიცირებულები.

ყველა ახალი ამბავი
0