მოსახლეობას მალფუჭებადი სურსათის შეძენისას გარკვეული წესების დაცვისკენ მოუწოდებენ

© Georgian National Food Agencyსურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის ბაზრებს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის ბაზრებს ამოწმებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია არაუმეტეს +6 გრადუსისა, ხოლო შენახვის ვადაა 48 საათი.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს მოსახლეობას აფრთხილებენ, არ შეიძინონ არასათანადო პირობებში შენახული მალფუჭებადი სურსათი.

სურსათის ეროვნული სააგენტომ უხარისხო ხორცი აღმოაჩინა - Sputnik საქართველო
გლდანში საეჭვო წარმომავლობის ხორცის რეალიზაცია აღკვეთეს

სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მომხმარებელს მოუწოდებენ, არ შეიძინონ მაღალი რისკის სურსათი – ხორცის, თევზისა და რძის პროდუქტები ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის პირობები, სურსათის შეძენისას კი ყურადღებით გაეცნონ ეტიკეტს. სააგენტოს რჩევები განსაკუთრებით აქტუალურია საახალწლო დღესასწაულებისთვის მზადების პროცესში.

ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისას ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ გარემოებებს:

  • ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია არაუმეტეს +6 გრადუსისა, ხოლო შენახვის ვადაა 48 საათი.
  • სპეციალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: მწარმოებლის დასახელება, სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი; სურსათის დასახელება, მაგალითად, მსხვილფეხა საქონლის (ძროხის, კამეჩის) ხორცი გაცივებული;
  • თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო"), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;
  • ხოლო თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;
  • ასევე ცხოველთა სასაკლაოზე ვეტერინარის ზედამხედველობით დაკლული ცხოველის ხორცზე უნდა იყოს დასმული ჯანმრთელობის ნიშანდება;
  • სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და ა.შ.) იმპორტირებული ხორციც.

ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილზე იმ მაცივარზე, რომელშიც პროდუქტი ინახება.

„FAO და სურსათის ეროვნული სააგენტო ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და ხორცპროდუქტების ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებსა და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისგან, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისაგან (რძე, ყველი, თევზი და ა.შ.) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია", – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, საეჭვო შემთხვევების გამოვლენისთანავე დაუკავშირდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 15 01.

ყველა ახალი ამბავი
0