თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომლის ადრესატიც ქართული სპორტული გამოცემები და ვებ-გვერდებია.
ჩოგბურთელი აცხადებს, რომ მის შესახებ სპორტული გამოცემები არასწორ ინფორმაციებს ბეჭდავენ სკანდალური სათაურებით, რაც მისთვის ძალზე საწყენია.
„ნიკოლოზ ბასილაშვილი გარიგებულ მატჩებს დაუკავშირეს“, „ეჭვმიტანილებში ბასილაშვილიც ფიგურირებს. ახალი სკანდალი ჩოგბურთში“, „ჩაწყობილი მატჩები ჩოგბურთში: ნიკოლოზ ბასილაშვილი ეჭვმიტანილთა რიცხვშია“ – ამ სათაურებით დაიბეჭდა ქართულ გამოცემებში ინფორმაციები საეჭვო იტალიურ ვებ-გვერდებზე დაყრდნობით.