რატომ გადმოხტა მოზარდი მეცხრე სართულიდან? ფაქტზე ფსიქოლოგები და სამინისტროები მუშაობენ

© Pixabay / Wokandapixსაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფსიქოლოგებმა მუშაობა დაიწყეს "მწვანე სკოლასა" და №100 საჯარო სკოლაში, სადაც 15 წლის მოზარდი სწავლობდა.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგებმა მუშაობა დაიწყეს ორივე სკოლაში, სადაც სწავლობდა 15 წლის მოზარდი, რომელიც გასულ კვირაში მეცხრე სართულიდან გადმოხტა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

რეანიმაციის განყოფილება - Sputnik საქართველო
15 წლის მოზარდის მიერ სუიციდის მცდელობა: ტრაგედიის ახალი დეტალები

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც, გამოძიების ვერსიით, მოზარდი ღამით ჩუმად შევიდა „მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე თვე სწავლობდა, და სამასწავლებლოსა და სხვა კაბინეტებზე უცენზურო წარწერები დატოვა. უბედური შემთხვევის შემდეგ მშობლებმა განაცხადეს, რომ პოლიციამ მათ შვილს დანაშაულის აღიარება აიძულა – წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ძმისთვის პრობლემების შექმნით დაემუქრა.

ფსიქო-სოციალური ცენტრი ამჟამად მუშაობს არა მარტო "მწვანე სკოლაში", არამედ №100 საჯარო სკოლაშიც, სადაც მოზარდი სექტემბერში გადაიყვანეს.

„სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ყველა შესაბამის უწყებასთან, პირველ რიგში, მოზარდის სიცოცხლის გადასარჩენად და მომხდართან დაკავშირებით ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის მიღებისთვის", – ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

ამ დღეებში განათლების მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე "მწვანე სკოლისა" და №100 საჯარო სკოლის დირექტორებს კახა დავითურსა და თეა კალანდაძეს შეხვდა და მოზარდის სასკოლო ცხოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. გარდა ამისა, დგებუაძემ თბილისის მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მოინახულა მოზარდი.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 115-ე მუხლით („თვითმკვლელობამდე მიყვანა“), ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, თავის მხრივ, აწარმოებს მოკვლევას პოლიციის თანამშრომელთა მოქმედებების მართლზომიერების შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0