თბილისელი ნათელმხილველი რუსულ ტელეარხ ТНТ-ზე „ექსტრასენსთა ბრძოლის“ ფინალშია

გამოწერა
პოპულარული რუსული სატელევიზიო პროექტის ფინალში ქართველი ექსტრასენსის გარდა კიდევ სამი მონაწილე მოხვდა

თბილისი, 15 დეკემბერი - Sputnik. ქართველი მომღერალი, ტელეწამყვანი, ვი-ჯეი, მსახიობი და, როგორც აღმოჩნდა, ნათელმხილველი მარიამ ციმინტია რუსულ ტელეარხ ТНТ-ზე პოპულარული სატელევიზიო მისტიური ტელეპროექტის „ექსტრასენსთა ბრძოლის“ ფინალში გავიდა.

ტელეპროექტის მე-20 სეზონის ფინალამდე ყველაზე მთავარი გამოძიება და გამოცდა გახდა პოპულარული რუსი შემსრულებლის, კირილ ტოლმაცკის გარდაცვალების მიზეზების დადგენა, რომელსაც მაყურებელი დეცლის სახელით იცნობდა. გასაოცარია, მაგრამ ექვსი წლის წინ მისტიურ ტელეპროექტში მონაწილეობას თავად კირილიც იღებდა.

მარიამ ციმინტია - Sputnik საქართველო
ექსტრასენსების შოუ: მარიამ ციმინტია წარმატებით იბრძვის უძლიერესის ტიტულისთვის

მიმდინარე წლის თებერვალში 35 წლის ტოლმაცკის მოულოდნელად გული გაუჩერდა. მუსიკოსის მეგობარ რობერტს მომხდარის შემთხვევითობის არ სჯერა. ამიტომაც დეცლის გარდაცვალების მიზეზებსა და გარემოებებში გარკვევა გადაწყვიტა. ექსტრასენსების წინაშე იდო დახურული კონვერტი მომღერლის სათვალითა და ფოტოთი. მონაწილეებს უნდა ამოეცნოთ: ცოცხალია თუ არა ეს ადამიანი?

„მეოცნებე, რომანტიკოსი... ოცნებობდა კოსმოსში გაფრენილიყო“, - ასე აღწერა უცნობი მარიამ ციმინტიამ, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალედ ასრულებდა დავალებებს და ამჯერადაც სწორად ამოიცნო.

კირილის მეგობარ რობერტზე ქართველმა ნათელმხილველმა დიდი შთაბეჭდილება მიახდინა - მან მარიამს „მაგარი დეიდა“ უწოდა.

„მან დამიმტკიცა, რომ ნიჭი აქვს. ჩემთვის ის ეზოთერიკოსია. ნამდვილად. ჩემთვის ეს არის „კი“, - განაცხადა კირილის მეგობარმა მარიამზე საუბრისას.

მარია ციმინტია - Sputnik საქართველო
„ბავშვობიდან მქონდა ხილვები“ – ქართველი მერლინ მონრო „ექსტრასენსთა ბრძოლაში“ მონაწილეობს

ნათელმხილველმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ კირილი 15-წლიანი ერთობლივი თანაცხოვრების შემდეგ ცოლს დაშორდა და მუსიკოსის დაკრძალვის დეტალები აღწერა, რომელთა შესახებაც პრესაში არაფერი იცოდნენ.

გამოშვების შედეგებით ტელეპროექტის ფინალში გავიდა ოთხი მონაწილე - მარიამ ციმინტია, ვილმა გენრიხი, ირინა იგნატენკო, დმიტრი მატვეევი.

პროექტი დატოვა ჩინელმა ნათელმხილველმა ასტრიდმა, რომელმაც ბოლო დავალება ვერ შეასრულა. მან ვერ გამოიცნო იმ ადამიანის სქესი, რომლის ფოტოსაც მალავდა მუჭში პროგრამის წამყვანი მარატ ბაშაროვი.

საქართველოში მარიამ ციმინტია ცნობილია, როგორც 1950-იანი წლების ლეგენდარული სექს-სიმბოლოს, ცნობილი ამერიკელი კინომსახიობისა და მომღერლის, მერილინ მონროს ორეული. ამ ამპლუაში მარიამი ხშირად გამოდიოდა ქართულ მუსიკალურ პროექტებზე, საღამოებზე და შოუ-კონცერტებზე.

მონროს ამპლუას გარდა, მარიამ ციმინტია თავის შოუებში აკეთებს ისეთი ვარსკვლავების პაროდიებს, როგორებიცაა ელვის პრესლი, თინა ტერნერი და ასევე დეტექტიური ნუარ-რომანების ცნობილი მულტფილმის პერსონაჟი ჯესიკა რებიტი. 2019 წელს ციმინტია ასევე იღებდა მონაწილეობას „ევროვიზია-2019“-ის ეროვნულ კონკურსში. მუსიკალური ინდუსტრიის გარდა, მარიამს ასევე კინოში იღებენ.

ყველა ახალი ამბავი
0