19:43 10 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1944)
774620

ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი შეყვარებულს რამდენიმე თვის წინ დაშორდა. ამის შესახებ ფანებმა თავად შორენასგან გაიგეს. მან სოციალურ ქსელში განქორწინების დოკუმენტი იუსტიციის სახლიდან გამოაქვეყნა. ნახეთ, როგორ უხდება მსახიობს თეთრი კაბა...

ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობითა და აქტიურობით გამოირჩევა. მისი ცხოვრებით დაინტერესებულები Instagram-სა და Facebook-ს ხშირად ამოწმებენ. შორენა, თავის მხრივ, მაქსიმალურად ცდილობს ახლოს იყოს თაყვანისმცემლებთან და ნორმის ფარგლებში ცხოვრების დეტალებს აზიარებს. ბეგაშვილი და მისი ოჯახის წევრები დიდ ყურადღებას იქცევენ. მისი შეყვარებული, ქალიშვილი, სამეგობრო წრე და შორენას პირადი ინტერესები ბევრ კითხვას ჰბადებს. მსახიობი „რუსთავი 2"- ზე ახალი გადაცემით დაბრუნდა. ახლა, ბევრ თაყვანისმცემელს გადაცემის დაწყების ზუსტი თარიღი აინტერესებს, რომლის ანონსი უკვე მზად არის. სუპერ-ვარსკვლავს დამაინტრიგებელი განცხადებების გაკეთება არ უყვარს, საკმარისია რაიმე სკანდალური ფოტო გამოაქვეყნოს, საზოგადოება შორენას გარშემო ხმაურს არ წყვეტს. ამჯერად, ცნობილმა სახემ საქორწილო კაბაში გამოწყობილმა სურათი გაასაჯაროვა.

View this post on Instagram

@marionelaofficial #ესისარარის😁

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

შორენა ბეგაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება 2009 წელს სკანდალური როლებით მიიპყრო. მსახიობი ფილმში „ყველაფერი კარგად იქნება“ პრეზიდენტის საყვარლის როლით გამოჩნდა, სადაც სრულიად გაშიშვლდა და მძაფრი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ამ ფილმის ეპიზოდი, რომელშიც შორენა კაბის ამარა ოთახიდან გამოდის და ნიკო გომელაურის წინ შიშვლდება, დღემდე არავის ავიწყდება. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე PLAYBOY-ში მკერდი გამოაჩინა, მისი ოჯახის წევრები და მეგობრები როლის გამო ეწინააღმდეგებოდნენ.

View this post on Instagram

😈

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

იმისათვის, რომ Instagram- ზე გაზიარებულ ფოტოს დიდი აჟიოტაჟი არ გამოეწვია, შორენას თეთრ კაბაში გამოწყობილმა სურათს „ეს ის არ არის" დააწერა. როგორც ჩანს, რამდენიმე თვის წინ დანგრეული ურთიერთობის აღდგენას მსახიობი არ აპირებს. მეტიც, ახლო მომავალში არც დაოჯახებაზე ფიქრობს, მიუხედავად ამისა ხშირად აღნიშნავს, რომ მეორე შვილი ძალიან უნდა. სავარაუდოდ, ეს მორიგი ფოტოსესიისთვის შერჩეული კაბაა.

ეპატაჟური, სკანდალური და ამავდროულად თამამი შორენა ახალ გადაცემას „რუსთავი 2“-ის ეთერში იწყებს. მსახიობი პაუზის შემდეგ ტელეეკრანებს უბრუნდება. მალე არხის ეთერში მსახიობის საავტორო გადაცემა „შორენას ეფექტი“ გამოვა. როგორც სექს-სიმბოლო აღნიშნავს, დაინტერესებული მაყურებლის ყველაზე კრიტიკულ კითხვებს გულახდილად უპასუხებს.

 

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1944)

მთავარი თემები