17:14 28 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1914
  • 100 RUB4.6313
  • USD2.8944
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (187)
120 0 0

გზის მშენებლობის გასაგრძელებლად საჭიროა ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანა, რის გამოც აღმოსავლეთი-დასავლეთის მაგისტრალზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისის შემოვლით გზაზე 16 დეკემბერს ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, საჭიროა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 255-ე კმ-ზე, ბეტონის დამგები მექანიზმის მდინარე ჭიშურას ხიდიდან ბაღდათის სატრანსპორტო კვანძზე გადატანა. 16 დეკემბრის 00:00 სთ-დან 06:00 საათამდე აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზაზე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 216-ე კილომეტრიდან (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი).

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (187)

მთავარი თემები