თბილისის საბავშვო ბაღები 30 დეკემბრის ჩათვლით იმუშავებენ

გამოწერა
დედაქალაქის საბავშვო ბაღების აღსაზრდელები საახალწლო დღესასწაულებზე ორი კვირის განმავლობაში დაისვენებენ.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გაითვალისწინეს, რომ 30 დეკემბერი სამუშაო დღეა, ამიტომ სკოლამდელი ასაკის სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 31 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრამდე (ჩათვლით) გაგრძელდება, განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия-ს უწყების პრეს-სამსახურში.

გოგონას გაკვეთილზე ჩაეძინა - Sputnik საქართველო
ცნობილია, როდის დაიწყება ზამთრის არდადეგები სკოლებში

სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 2020 წელს 15 იანვრიდან გაგრძელდება, თუმცა საბავშვო ბაღების პერსონალი თბილისში მუშაობას 3 იანვრიდან შეუდგება.

რაც შეეხება საჯარო სკოლებს, აქ არდადეგები 30 დეკემბერს იწყება და ასევე 14 იანვრამდე (ჩათვლით) გაგრძელდება.

თბილისში 181 სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 ათასზე მეტი ბავშვი დადის.

2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში ფუნქციონირებდა 2 313 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. აქედან 2086 სახელმწიფო სკოლაა, ხოლო 227 – კერძო. საქართველოს სკოლებში დაახლოებით 593 ათასი მოსწავლე სწავლობს.

ყველა ახალი ამბავი
0