Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

მაკა ჩიჩუა პროფესიას იცვლის – ნახეთ რა სიახლე აქვს ყოფილ პირველ ლედის

გამოწერა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ორ ვაჟთან ერთად თბილისისგან შორს – დუშეთში ცხოვრობენ.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა, რომელიც პროფესიით მსახიობია, 14 დეკემბრიდან ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ შუადღის გადაცემას წაიყვანს. ინფორმაცია არხის „ფეისბუქის“ გვერდზე ვრცელდება.

როგორც ვიდეორგოლში ჩანს, მასთან ერთად გადაცემას რამდენიმე რუბრიკა ექნება და ეყოლება ასევე რამდენიმე წამყვანი – ნენე კვინიკაძე, ლაშა ბუღაძე, ტორესა მოსი, მარინა ბერიძე, სალომე დადუნაშვილი და ირაკლი ნადარეიშვილი.

მაკა ჩიჩუა პროფესიით მსახიობია და ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. სხვადასხვა წლებში სამოდელო, მუსიკალურ, სატელევიზიო სფეროებსა და კინოინდუსტრიაში საქმიანობდა. 2000 წლიდან სხვადასხვა ტელეკომპანიასთან თანამშრომლობდა (“მზე”, “მეცხრე არხი”, “პიკი”, “ტვ-3”). მუშაობდა ტელეწამყვანის, ვიზუალური ჯგუფის ხელმძღვანელის და არტდირექტორის პოზიციებზე. ჩიჩუა ასევე “ნიჭიერის” ჟიურის წევრიც იყო.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ორ ვაჟთან ერთად თბილისისგან შორს – დუშეთში ცხოვრობენ. წყვილს ქალაქგარეთ ცხოვრება მოსწონს. მაკა ჩიჩუა დუშეთში თავს შესანიშნავად გრძნობს, მას აქვს ვარდებისა და ზამბახების ბაღი, რომელსაც თავად უვლის.

ისინი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ კოტეჯს ტურისტებზეც აქირავებენ. განცხადება და კოტეჯის ფოტოები ვებ-გვერდ Airbnb-ზეა განთავსებული. კოტეჯში ერთი ღამის გატარება 80 დოლარი ღირს. კოტეჯი გიორგი მარგველაშვილმა ორი წლის წინ, პრეზიდენტობის პერიოდში ააშენა. ავეჯის ნაწილი, მათ შორის საწოლი და სკამები, თავად მარგველაშვილის დამზადებულია და საქართველოს ყოფილი პირველი ლედის მაკა ჩიჩუას მიერ არის მოხატული.

გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა 2018 წლის დეკემბერში ამოეწურა. მისი თქმით, პენსია არ აქვს, თანამდებობის დატოვების დროს კი მხოლოდ 6000 ლარის დანაზოგი ჰქონდა.

ყველა ახალი ამბავი
0