ტიკარაძე: რესპუბლიკური საავადმყოფო ქვეყანაში ყველაზე წარმატებული შეიძლება გახდეს

© Sputnik / STRINGERსაავადმყოფოს დერეფანში
საავადმყოფოს დერეფანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკატერინა ტიკარაძემ გამოთქვა მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლოს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან და ხელი შეუწყოს მისი პოტენციალის რეალიზაციას.

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს სრული პოტენციალი – საქართველოში ყველაზე წარმატებული კლინიკა გახდეს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

სამედიცინო ჰოლდინგის პრობლემების შესწავლის ფარგლებში პირველი შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებთან დღეს სამინისტროში გაიმართა. მინისტრი კლინიკაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს გაეცნო.

სამედიცინო დაწესებულებებისთვის ტარიფების ერთიანი სისტემა ამოქმედდა >>

„რესპუბლიკურ საავადმყოფოს როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე შემადგენლობით გააჩნია ძალიან დიდი შესაძლებლობები. მას აქვს სრული პოტენციალი იმისთვის, რომ საქართველოში იყოს ყველაზე წარმატებული საავადმყოფო და ჩვენ მათ გუნდთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ შესაბამისი წარმატების ერთობლივად მისაღწევად“, – განაცხადა ტიკარაძემ.

საავადმყოფოს დერეფანი - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტრო ინფექციური კონტროლის კრიტერიუმებს შეცვლის

შეხვედრას რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკის დირექტორი ლევან გოფოძე და მისი მოადგილე ადმინისტრაციულ დარგში ირაკლი გვაზავა ესწრებოდნენ.

„დღეს საუბარი შეეხებოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების პერსპექტივებს, რა და როგორ შეიძლება განვითარდეს ჩვენს კლინიკაში. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან საქმიანი შეხვედრა იყო, ბევრი პრობლემური საკითხი დავაყენეთ. ვფიქრობ, რომ ასეთ პირობებში თანამშრომლობა გამოიწვევს ძალიან სერიოზულ ცვლილებებს, რასაც მრავალი წლის განმავლობაში ველოდებოდით. სახელმწიფო კლინიკა განვითარდება და გახდება სრულიად კონკურენტუნარიანი დღევანდელ სამედიცინო ბაზარზე“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეხვედრა გაიმართება ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოსა და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებთან.

სამედიცინო ჰოლდინგმა, რომელშიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი, ბავშვთა ინფექციური და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოები გაერთიანდა, ნოემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყო ფუნქციონირება. ჰოლდინგი ერთიან კონცეფციაშია მოქცეული და იგი სახელმწიფოს მართვასა და საკუთრებაშია.

 

ყველა ახალი ამბავი
0