Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

დუტა სხირტლაძეს ულამაზესი გოგონა ჰყავს, რომელიც წლებია გერმანიაში ცხოვრობს - ფოტოები

© Sputnik / Alexander Imedashviliდუტა სხირტლაძე
დუტა სხირტლაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი და ტელეწამყვანი დუტა სხირტლაძე მუდმივად ყურადღების ცენტრშია. მასა და მის ხელოვან მეუღლეს ყველა უცნობს, თუმცა ნაკლებად ცნობილია მისი უფროსი შვილი, რომელიც წლებია გერმანიაში ცხოვრობს

90-იან წლებში დუტა სხირტლაძე პირველ მეუღლეს ირმა გველესიანს დაშორდა. სწორედ ამ ქორწინებიდან ჰყავს მსახიობს 24 წლის ულამაზესი მარიამი. 11 წლის იყო გოგონა, როდესაც დედასთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. ირმამ მეორე ოჯახი შექმნა და ცოლად მარტინ ბუშმანს გაჰყვა. მეორე ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.

მარიამი პერიოდულად საქართველოში სტუმრად ჩამოდის, მამასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. თავადაც მსახიობობით არის გატაცებული და ფრაიბურგის თავისუფალ თეატრში თამაშობს.

მსახიობი და შოუმენი დუტა სხირტლაძე ფართო საზოგადოებამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემიდან „ვის უნდა 20 000“ გაიცნო. წლების განმავლობაში მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში, თეატრალურ სარდაფში და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

იყო „რუსთავი 2“-ის სხვადასხვა შოუების წამყვანი და ერთ-ერთი მთავარი სახე. 2012 წლიდან მოღვაწეობს ტელეკომპანია „იმედზე“, სადაც რამდენიმე პროექტშია ჩართული. დუტა მეორედ მარინა ნაცვლიშვილზეა დაქორწინებული, რომელიც საიუვილერო ხელოვნებითაა გატაცებული და საკუთარი საიუველირო ხაზი აქვს. წყვილს ორი შვილი, ქალ-ვაჟი ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0