Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნუკიმ ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა - ნახეთ როგორ გამოიყურებოდა ბოტოქსის მოხმარებამდე

© Photo: Nuki Koshkelishvili / FBნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე წელია ნუკი კოშკელიშვილმა საქართველო დატოვა და ამერიკაში დაოჯახდა. მის გარეგნობაზე დღემდე დაუღალავად საუბრობენ. როგორც ჩანს, მსახიობს პლასტიკური ოპერაცია არ გაუკეთებია. ნახეთ, ამერიკაში მცხოვრები ქართველი ვარსკვლავის ბავშვობის ფოტოები.

ვარსკვლავები სოციალურ ქსელს არა მხოლოდ რეკლამებისა და ახალი როლების ან სინგლების გასაზიარებლად, არამედ ყოველდღიური ცხოვრების გასაშუქებლად იყენებენ. ქართველი მსახიობები, მომღერლები და საზოგადო მოღვაწეები არ არიან გამონაკლისები. მათ რიგს ნუკი კოშკელიშვილი დიდი ხნის წინ შეუერთდა. მაგრამ გნსაკუთრებული აქტიურობა და ქართველ თაყვანისმცემელთან ვირტუალური ურთიერთობა, სულ ცოტა ხნის წინ - ამერიკაში გამგზავრების შემდეგ დაიწყო. მისი Instagram- ის „სთორი“ მეუღლის ბენის, შვილის ოლივერის და ნუკის ყოველდღიურობის ამსახველია. აღსანიშნავია, ახალგაზრდა მსახიობი სხვა ვარსკვლავებთან შედარებით ფანების კითხვებს გულახდილად პასუხობს.

ტელეწამყვანი ამერიკაში დაოჯახდა და ერთი ვაჟი შეეძინა. ფეხმძიმობისას წონაში მოიმატა და როგორც ჩანს- ეს აკომპლექსებდა. სოციალურ ქსელში ჭარბწონიანი ქალები მისი დიეტებისა და პოსტების გარშემო გაერთიანდნენ, რათა ნუკისთან ერთად არასასურველი კილოგრამები მოიშორონ. მსახიობმა სასურველ შედეგამდე დიდი ძალისხმევის შედეგად მივიდა და წონაში საგრძნობლად დაიკლო. ამის შესახებ ბევრი სასიხარულო პოსტი გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ მისი განხილვა ფეხმძიმობამდე დიდი ხნით ადრე დაიწყეს, მასზე საუბარი დღესაც აქტუალურია. კომედიური სერიალების მსახიობს ყველაფერზე სათანადო პასუხის გაცემა უყვარს და მის გარშემო კითხვის ნიშნების ნაკლებობა იგრძნობა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, მსახიობი გულახდილობის გამო შეიყვარეს. სხვადასხვა შოუებში ნუკი ხშირად საუბრობდა ქორწინებამდე სექსსა და მის პირა ურთიერთობებზე.

სულ ცოტა ხნის წინ, საკუთარი სოციალური გვერდის გამოყენებით კოშკელიშვილმა ბავშვობის ძალიან ძველი სურათი გააზიარა. ერთ-ერთ ფოტოზე მსახიობი დაახლოებით 3 წლის იქნება. აღსანიშნავია, რომ პატარა ოლივერი ამ ფოტოში დედას ძალიან ჰგავს. მეორე სურათი კი, უფრო  დიდ ასაკშია გადაღებული. აქ ნუკი, სავარაუდოდ, 5 წლის იქნება. მსახიობს გადაღებების მიმართ სიყვარული ამ ასაკში დაეწყო და გამოქვეყნებულ ფოტოზე ფილმის გადაღებას ესწრება.

აღნიშნავს, რომ პლასტიკური ოპერაცია არ აქვს გაკეთებული. ნუკის სახის ნაკვთებზე, ისევე როგორც რუსკა მაყაშვილის ცხვრიზე, დიდი ხნის მანძილზე აქტიურად საუბრობდნენ. როგორც კოშკელიშვილმა აღნიშნა, ცხვრიზე ოპერაცია არ გაიკეთა. ხუმრობდა და ამბობდა, რომ თავად საკუთარ ცხვირს ვერ ხედავს და ეს დისკომფორტს არ უქმნის. მიუხედავად ამისა, ცხვირის დასამალად, ხშირად ულამაზეს სათვალეს იყენებს. ეს ერთი პატარა  აქსესუარი მის სტილს სულ სხვა ელფერს სძენს. ნუკი საკუთარი უშუალობითა და პოზიტიური განწყობით ბევრს ადამიანს უყვარს. გამომწერებს, პირადი ცხოვრების დეტალებს, მეუღლესთან ურთიერთობას, საკუთარ შეცდომებს ან ბავშვის მოვლას საჯაროდ უზიარებს და სხვა ქალებთან ერთად განიხილავს.

ყველა ახალი ამბავი
0