Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ახალი მანქანა, ახალი მე“- ვინ უყიდა ნუცა ბუზალაძეს ახალთახალი ავტომობილი?

© Photo: Nutsa Buzaladze / FBნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა შემსრულებელმა ნუცა ბუზალაძემ უახლესი ფოტოთი ბევრი მეგობარი  გააკვირვა. მომღერალმა ძველი ავტომობილი ახლით ჩაანაცვლა და სურათს წარწერა „ახალი მანქანა - ახალი მე“ დაურთო. ვინ აჩუქა მომღერალს ძვირადღირებული ავტომობილი?

ნუცა ბუზალაძემ ბოლო ერთი წლის მანძილზე დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. მომღერალმა საკუთარი აღნაგობის შეცვლა ინტენსიურად დაიწყო. სურათების კომენტარებში თაყვანისმცემლები ღელავდნენ, რომ ახალგაზრდა არტისტს ანორექსია აქვს. მალე ნუცამ ყველას უპასუხა და აღნიშნა, რომ მიზეზი აქტიური ვარჯიში და სწორი კვება დაიწყო. ამის შემდეგ ვნებათაღელვა ჩაწყნარდა. ბევრი ახალგაზრდა, განსაკუთრებით კი, ნუცას ფანები ტენდენციას აყვნენ და ვარჯიში დაიწყეს.

გოგონამ სტილიც შეიცვალა. ახლა მის გარდერობში მუქი და კრემისფერი ტონალობა, რომელიც ამ წლის აქტუალური ფერებია, უფრო მეტად დომინირებს. 22 წლის მომღერალმა კარგად იცის, თუ როგორ გამოკვეთოს საკუთარი სილამაზე. ნუცა ბუზალაძე წელს სტუდენტიც გახდა, Instagram- ზე პირდაპირი ჩართვებით მსმენელს ანებივრებს და ხანდახან საკუთარ სიმღერებსაც ღიღინებს. გარდა ამისა, ახალ ალბომსა და საკუთარ კარიერაზე აქტიურად შრომობს. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მისი შემოქმედებითი სფერო, ახლა სულ სხვა ტალღაზეა.

2 დღის წინ მომღერალმა ახალ მანქანასთან გადაღებული სურათი სოციალურ ქსელში ატვირთა. რამდენიმე საათში ფოტოს 3 ათასამდე მოწონება და უამრავი კომპლიმენტი აქვს. ნუცა ბუზალაძის Instagram- ის გვერდი ამ წელს განსაკუთრებულად მრავალფეროვნად გამოიყურება. აღსანიშნავია, რომ გოგონამ სხვადასხვა ქვეყანა მოკლე პერიოდში მოინახულა. მათ შორის ბევრისათვის საოცნებო და მიუწვდომელი ინდონეზიის კუნძული ბალია. ნუცა ყვება, რომ შეყვარებული არ ჰყავს, მაგრამ აშკარაა- არტისტი სიყვარულისგან ბრწყინავს. მან ახალ RANGE ROVER- თან გადაღებული სურათით ბევრი მეგობარი გააოცა. სურათს წარწერა „ახალი მანქანა- ახალი მე“ დაურთო. სპორტულ სტილში გამოწყობილი მანქანის გვერდით მოხდენილად დგას და მზით ნებივრობს. სავარაუდოდ, ნუცას მანქანა აჩუქეს და თანაც ეს ახალი წლის მოახლოებას დაამთხვიეს. თუმცა, ამ დრომდე მედიისთვის უცნობია - ვინ არის ნუცას მეორე ნახევარი, რომელიც მომღერალს ასეთ ძვირადღირებულ საჩუქარს ჩუქნის.

კომენტარებში მილოცვები და თბილი სიტყვები არ წყდება. აი, რას წერენ გაოცებული თაყვანისმცემლები: „გილოცავ ოქროს გოგო… „რენჯი“ მაინც სულ სხვაა!“; „თქვი, როგორი საახალწლო საჩუქარია“; „მშვიდობაში, ნუც! ძალიან „სვეცკი“ გოგო ხარ!“

ყველა ახალი ამბავი
0