ქართველი მოსწავლეები შვეიცარიაში ბირთვული კვლევის ცენტრში იმყოფებოდნენ

© Pixabay / Engin_Akyurtლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებით გატაცებული ქართველი მოსწავლეები CERN–ში მომუშავე თანამემამულეების კვლევებს გაეცნენ

თბილისი,  4 დეკემბერი  - Sputnik. ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები და მათი პედაგოგები შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) იმყოფებოდნენ, განუცხადეს Новости-Грузия–ს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

ქართველი მოსწავლეების CERN–ში ვიზიტი საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანია ახალგაზრდა თაობის მიზიდვა და დაინტერესება ფიზიკით, ფუნდამენტური კვლევებით, ინჟინერიით, IT–ტექნოლოგიებითა და მათემატიკით. 

მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
კომაროვის სკოლადამთავრებულებმა აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტების მიწვევა მიიღეს

CERN–ში რამდენიმე დღის ყოფნისას ქართველ მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ უცხოელ მეცნიერებს, გაცნობოდნენ უახლეს ტექნოლოგიებს, ახალ აღმოჩენებს და იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რაზეც CERN–ის მეცნიერები მუშაობენ.

კერძოდ,  ფიზიკით გატაცებული ახალგაზრდები გაეცნენ ქართველი მეცნიერების, ირაკლი მინაშვილისა და ალექსანდრე მესტვირიშვილის ექსპერიმენტებს – ATLAS და CMS. ისინი საკუთარ ექსპერიმენტებს 90 მეტრის სიღრმეზე ულტრათანამედროვე და მასშტაბურ ლაბორატორიაში ატარებენ.

ATLAS–ი არის ოთხი ძირითადი ექსპერიმენტიდან ერთ–ერთი მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ელემენტარული ნაწილაკების ამაჩქარებელზე –  დიდ ადრონულ კოლაიდერზე. ექსპერიმენტი ტარდება იგივე დასახელების დეტექტორზე, რომელიც  პროტონ-პროტონული ურთიერთქმედებების კვლევისთვისაა განკუთვნილი.

დიდი ადრონული კოლაიდერი მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ექსპერიმენტალური დანადგარია. მშენებლობასა და კვლევებში 100–ზე მეტი ქვეყნის 10 ათასამდე მეცნიერი და ინჟინერი მონაწილეობდა და მონაწილეობენ.

ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიაა ელემენტალური ნაწილაკების ფიზიკაში. აქ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ფუნდამენტალური კვლევები, ხორციელდება ახალი აღმოჩენები.

საქართველოს განათლების სამინისტროში ამაყობენ იმით, რომ უცხოელ მეცნიერებთან ერთად, კვლევებში აქტიურად არიან ჩართულნი ქართველი მეცნიერები.

ყველა ახალი ამბავი
0