Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ბუბა კიკაბიძის უფროსი შვილიშვილი დაქორწინდა – ქორწილის ფოტოები

© photo: Sputnikბუბა კიკაბიძე
ბუბა კიკაბიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბუბას პირადი ცხოვრება არც ისე გასაჯაროებულია და მას არც უყვარს პირადზე საუბარი. მისი მეუღლე ირინა გურამ საღარაძის პირველი მეუღლე გახლდათ.

ლეგენდარული ქართველი არტისტის ბუბა კიკაბიძის უფროსი შვილიშვილი დაქორწინდა. უმცროსმა ვახტანგ (ვატო) კიკაბიძემ ქორწილი თბილისში გადაიხადა. 33 წლის კიკაბიძის რჩეული ანა დავითაშვილია. წყვილმა ჯვარი დაიწერა სვეტიცხოვლის ტაძარში, საიდანაც მოგვიანებით რესტორანში გადაინაცვლეს.

ანას და ვატოს ქორწილში გიორგი კელაპტრიშვილმა და ლიზა ბაგრატიონმა იმღერეს.

ბუბას პირადი ცხოვრება არც ისე გასაჯაროებულია და მას არც უყვარს პირადზე საუბარი. მისი მეუღლე ირინა გურამ საღარაძის პირველი მეუღლე გახლდათ. მსახიობისგან ერთი ქალიშვილი მარინა საღარაძე ჰყავს. ცნობილია, რომ ბუბამ მარინა როგორც საკუთარი შვილი ისე გაზარდა. მეუღლესთან კი საერთო ვაჟი შეეძინა.

კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 1938 წლის 19 ივლისს თბილისში დაიბადა. იგი 1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში – უცხო ენათა ინსტიტუტში.

მუსიკამ ბავშვობიდანვე გაიტაცა, მღეროდა და უკრავდა დასარტყამ საკრავებზე. ბუბა კიკაბიძე 1959 წლიდან ფილარმონიის არტისტი იყო. რამდენიმე წელში კი იგი ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ორერას" სოლისტი გახდა. ვახტანგ კიკაბიძე აგრეთვე მღეროდა ანსამბლებში „დიელო" და „რერო".

კიკაბიძემ კინემატოგრაფიაში მრავალი დაუვიწყარი სახე შექმნა. მას შესრულებული აქვს როლები ფილმებში „არ დაიდარდო", „მე, გამომძიებელი", „წყალწაღებული", „ვერის უბნის მელოდიები", „ფსევდონიმი ლუკაჩი", „თვალი პატიოსანი", „მიმინო", „საკდესი უფლებამოსილია განაცხადოს". ბუბას მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო" (1969) საერთაშორისო კინოფესტივალზე „კარტახანი-70" მიღებული აქვს პრემია, ფილმისთვის „მიმინო" კი მან სახელმწიფო პრემია მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0