კინოთეატრ „ამირანთან“ კიდევ ერთი ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ

© Sputnik / Alex Shlamovგურამ ფალავანდიშვილი
გურამ ფალავანდიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის" თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილის თქმით, თამარ შავგულიძის ფილმში „კომეტები“ ქართველი ქალის ღირსება ილახება, რადგან ფილმში ქალთა წყვილის სიყვარულია მოთხრობილი.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ახალგაზრდული ცენტრი „ზნეობა“ და „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ კინოთეატრ „ამირანთან“ საპროტესტო აქციას მართავენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ლევან ვასაძე - Sputnik საქართველო
ლევან ვასაძე მიიჩნევს, რომ სახალხო რევოლუცია აუცილებელია

აქციის მონაწილეები თბილისში რეჟისორ თამარ შავგულიძის ფილმის „კომეტების" ჩვენებას აპროტესტებენ.

„ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის" თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილის თქმით, თამარ შავგულიძის ფილმში „კომეტები“ ქართველი ქალის ღირსება ილახება, რადგან ფილმში ქალთა წყვილის სიყვარულია მოთხრობილი.

მიუხედავად პროტესტისა, ფილმის სეანსზე მისულ მოქალაქეებს კინოთეატრში შესვლის პრობლემა არ შექმნია.

უსაფრთხოების მიზნით ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ადრე ფალავანდიშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართველი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე - Sputnik საქართველო
ლევან ვასაძე: უცნაურ რამეს ვიზამ ახლა და პრესას მადლობას ვეტყვი

რაც შეეხება რეჟისორ თამარ შავგულიძის ფილმ „კომეტებს", ეს არის ისტორია საშუალო ასაკის ორი გმირი ქალის სიყვარულსა და მეგობრობაზე, რომლებიც დიდი ხნის შემდეგ ერთმანეთს კვლავ ხვდებიან სახლში, სადაც თავიანთ საზაფხულო არდადეგებს ატარებდნენ. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ცნობილი ქართველი მსახიობები ნინო კასრაძე და ქეთი გეგეშიძე.

ფილმის მსოფლიო პრემიერა ტორონტოში 44-ე კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც ფილმს „ფესტივალის განძი" უწოდეს.

ფილმი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გადაიღეს. ფილმის პროდიუსერ თეკლა მაჭავარიანის სიტყვებით, ფილმი შვიდ დღეში გადაიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0