„მარიამის კალთა ფარავდეს თქვენს პატარა სიხარულს“ – სარალიძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

© FB / Georgian News Feedზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსიკოს ბერა ივანიშვილს და მოდის ბლოგერ ნანუკა გუდავაძეს ვაჟიშვილი – პატარა ბერუკა ორი დღის წინ შეეძინათ.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს შვილიშვილის შეძენას ულოცავს.

ბერა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბერამ ახალშობილი ბიჭუნა გამოაჩინა - ფოტო

როგორც ზაზა სარალიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, მისთვის ნაცნობია ის შეგრძნება, რასაც ბაბუად გახდომა ჰქვია.

„ნანახი მაქვს როგორი ბედნიერები იყვნენ პირველი დღიდან, როცა ბებია ბაბუა გახდა ჩემი მშობლები! გილოცავთ ბატონო ბიძინა და ჩვენებურად დაგილოცავ! ჯანმრთელობა, ტანმრთელობა და უფლის წყალობა არ მოკლებოდეს თქვენს გამბედნიერებელს! რაც მე ვერ დაგილოცოთ, ბუნების და მაღალი ღმერთის ძალამ დაგილოცოთ! წმინდა გიორგის ძალა და მარიამის კალთა ფარავდეს მუდამ თქვენს პატარა სიხარულს!“, – წერს სარალიძე.

მუსიკოს ბერა ივანიშვილს და მოდის ბლოგერ ნანუკა გუდავაძეს ვაჟი - პატარა ბერუკა ორი დღის წინ შეეძინათ.

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე - Sputnik საქართველო
„დღეებს ვითვლით“ - ბერა ივანიშვილი ნანუკა გუდავაძის ახალ ფოტოს აქვეყნებს

2017 წლის 1 დეკემბერს, შუადღისას 51-ე სკოლის მოსწავლეები, მეთერთმეტეკლასელები ლევან დადუნაშვილი და დათო სარალიძე ქალაქის ცენტრში, ხორავას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ადგილზე დაიღუპა. დათო სარალიძის გადასარჩენად ექიმები რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდნენ, მაგრამ ის 2 დეკემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ზაზა სარალიძე რამდენიმე თვის განმავლობაში პარლამენტთან აქციებს მართავდა და სამართლიანობის აღდგენას და მისი შვილის მკვლელების დასჯას მოითხოვდა. მას შემდეგ, რაც ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე მიხეილ კალანდია დააკავეს, სარალიძემ აქციები შეწყვიტა.

ყველა ახალი ამბავი
0