მორიგი კინოპროტესტი: ჯერი ფილმ „კომეტებზე" დადგა

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია "ამირანთან"
საპროტესტო აქცია ამირანთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეჟისორ თამარ შავგულიძის ფილმი „კომეტები", რომელიც არატრადიციულ სიყვარულზეა, ზნეობის დამცველთა მორიგი პროტესტის მიზეზი გახდა.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. „ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის" თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან ერთად, კინოფილმ „კომეტების" ჩვენების გამო კინოთეატრ "ამირანთან" ორშაბათს, 2 დეკემბერს საპროტესტო აქციას გამართავს, ამაზე ფალავანდიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავად განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფილმი „კომეტები" ლგბტ თემს ეძღვნება და მისი ჩვენება მიუღებელია. მისი სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ინტიმურ სცენებს არ შეიცავს, მისი შინაარსი დაუშვებელია.

და ჩვენ ვიცეკვეთ - Sputnik საქართველო
„და ჩვენ ვიცეკვეთ": შსს-მ ფილმში პორნოგრაფიის ნიშნები ვერ დაინახა

„დღეს, 19:00 საათზე კინოთეატრ „ამირანთან" ვიკრიბებით. შენობაში შესვლა გვინდოდა, რამდენადაც კინოჩვენების შემდეგ რეჟისორთან შეხვედრაა დაგეგმილი. ჩვენ არც ვნახავდით ფილმს, უბრალოდ პოპკორნს შევჭამით, ყავას დავლევდით და შემდეგ შევიდოდით განხილვაზე. ფილმის სიუჟეტში სექსუალური კადრები არაა, თუმცა ესაა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა. ჩვენი აქციით ჩვენ პროტესტს გამოვხატავთ ივანიშვილისა და ხელისუფლების, რომლებმაც დაუშვეს ყოველივე ეს, და ასევე კინოგამქირავებლებისა და ჩვენების მონაწილეების წინააღმდეგ", – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობას მიიღებს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია – „ზნეობა", „ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია" და „მოძრაობა ერთიანი და თანასწორი საქართველოსთვის".

ადრე ფალავანდიშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართველი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში.

რაც შეეხება რეჟისორ თამარ შავგულიძის ფილმ „კომეტებს", ეს არის ისტორია საშუალო ასაკის ორი გმირი ქალის სიყვარულსა და მეგობრობაზე, რომლებიც დიდი ხნის შემდეგ ერთმანეთს კვლავ ხვდებიან სახლში, სადაც თავიანთ საზაფხულო არდადეგებს ატარებდნენ. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ცნობილი ქართველი მსახიობები ნინო კასრაძე და ქეთი გეგეშიძე.

ფილმის მსოფლიო პრემიერა ტორონტოში 44-ე კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც ფილმს „ფესტივალის განძი" უწოდეს.

ფილმი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გადაიღეს. ფილმის პროდიუსერ თეკლა მაჭავარიანის სიტყვებით, ფილმი შვიდ დღეში გადაიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0