ჟურნალისტი ანა მამულაშვილი გარდაიცვალა – რამ იმსხვერპლა 32 წლის ტელეწამყვანი?

© Photo: Ana Mamulashvili / FBანა მამულაშვილი
ანა მამულაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანა მამულაშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა ტელევიზიის თანამშრომელი იყო. მუშაობდა ტელეკომპანია „იმედში“, საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ ჟურნალისტად, ასევე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გასართობი გადაცემების კოორდინატორად.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ჟურნალისტი ანა მამულაშვილი 32 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ის ხუთი წლის განმავლობაში მელანომას ებრძოდა, ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ანას ორი შვილი – 13 წლის მია და 3 წლის ანდრე დარჩა.

ანა მამულაშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა ტელევიზიის თანამშრომელი იყო. მუშაობდა ტელეკომპანია „იმედში“, საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ ჟურნალისტად, ასევე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გასართობი გადაცემების კოორდინატორად. ტელეკომპანია GDS-ში მუსიკალური შოუს „ერთი-ერთში“ და დილის გადაცემის წამყვანი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0