05:49 19 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1010
  • 100 RUB4.4902
  • USD2.8631
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (244)
67 0 0

საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის კობი-გუდაურის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე დდიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დეპარტამენტის ცნობით, გუდაური–კობის მონაკვეთზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (თოვა, ლიპყინული) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის კი მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით,  კობი-გუდაურის მონაკვეთზე, ჯვრის უღელტეხილთან, სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო სხვა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნებადართულია.

მეტეხის გვირაბებში ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება >>

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას არეგულირებენ.

საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.

 

თემები:
უამინდობა საქართველოში (244)

მთავარი თემები