მეუფე ნიკოლოზი: მგონია, რომ პრეზიდენტი გიორგი მამალაძეს შეიწყალებს

© Sputnik / Levan Avlabreliგიორგი მამალაძის მხარდამჭერი აქცია
გიორგი მამალაძის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეკანოზ მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. მგონია, რომ პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს, განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მამალაძის სავარაუდო შეწყალების შესახებ ინფორმაცია „ფეიკნიუსია“ >>

მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გამართულ წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომაზე გადაწყდა, რომ საქართველოს საპატრიარქო ქვეყნის პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართავს.

„არ მგონია, პრეზიდენტმა უარი თქვას შეწყალებაზე, რატომ არ უნდა შეიწყალოს, მე არ ვიცი. ჩვენ მეორეჯერ მივმართავთ უკვე პრეზიდენტს ასეთი თხოვნით. პირველად მხოლოდ სიტყვიერი მიმართვა იყო. შეწყალების პროცესი არის რთული, მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში რთულად არის ეს ამბავი. გაურკვეველია, რა ლოგიკით იწყალებენ, რა ლოგიკით არ იწყალებენ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი: ჩემს გადაწყვეტილებას ძალიან გავუფრთხილდები

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომაზე 31 ოქტომბერს განიხილეს მამალაძის საკითხი და შემდეგი გადაწყვიტეს: „დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და  არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით“.

მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა. მსჯავრდებულთა საქმეებს ჯერ შეწყალების სახელმწიფო კომისია განიხილავს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პრეზიდენტი იღებს.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ნინო ბურჯანაძე: შეწყალების წესი ცვლილებებს არ საჭიროებდა

სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულთა სიის გასაჯაროებას, რომელთა შორის მკვლელები, ნარკორეალიზატორები და პედოფილიისთვის გასამართლებულები აღმოჩნდნენ, ქვეყანაში სკანდალი მოჰყვა. სკანდალის ფონზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყალების ამჟამინდელი წესები გადახედვას საჭიროებს და შეწყალების პროცესზე მორატორიუმი გამოაცხადა, რაც ოპოზიციამ კონსტიტუციის დარღვევად შეაფასა.

თავად ზურაბიშვილს მამალაძის სავარაუდო შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ყველა ახალი ამბავი
0