10:35 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე

ბერა ივანიშვილს ვაჟი შეეძინა

photo: nanukagudavadze / Instagram
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (949)
567220

მუსიკოსს შვილის დაბადებას მისი მეგობრები ულოცავენ. ეს სასიხარულო ამბავი ზოგიერთმა ქართულმა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და მისი მეუღლე, ნანუკა გუდავაძე მშობლები გახდნენ, იუწყება ქართული მედია.

ბერას მეგობრები ულოცავენ ამ სასიხარულო ამბავს. ერთ-ერთია მომღერალ სალომე ბაკურაძის ქმარი, პროდიუსერი ლაშა ბასლანძე.

„BERA გილოცავ ძმაო. საამაყო ქართველი გაზრდილიყოს და ვიცი ეგრეც იქნება“, - წერს ლაშა ბასლანძე.

View this post on Instagram

Home ❤️ counting days

A post shared by BERA (@beraofficial) on

სულ რაღაც სამი დღის წინ კი ბერამ გამოაქვეყნა ორსულ მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო და მიაწერა - „დღეებს ვითვლით“.

აღსანიშნავია, რომ ზაფხულში მუსიკოსი ბერა ივანიშვილი ნიგერიელი გოგონას ნათლია გახდა. როგორც ჩანს, მას ძალიან უყვარს ბავშვები და თავისი პატარას დაბადებას მოულოდნელად ელოდა.

წყვი­ლის ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გასული წლის სექტემბერში გავ­რცელ­და. პირველი, რაც ბერა ივანიშვილის მომავალ მეუღლეზე გახდა ცნობილია არის ის, რომ ის ყოფილი მოდელია და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. მედიაში წერენ, რომ 14 წლის ასაკში ის დიზაინერ ბიჭოლას ბრენდის სახე გახდა. ამჟამად გოგონას მოდის ბლოგერს უწოდებენ.

View this post on Instagram

Happy birthday to my Goddaughter Wilmer ❤️ 1

A post shared by BERA (@beraofficial) on

ახალგაზრდების ჯვრისწერა გასული წლის 11 ნოემბერს სვეტიცხოველში გაიმართა. მცხეთელების თქმით, ასეთი საზეიმო ჯვრისწერა ბოლოს ბაგრატიონების შტამომავლების შეუღლებისას ნახეს. „ამიერიდან და სამუდამოდ", „ქმარი და ცოლი" - ასე დაასათაურეს თავიანთი პოსტები საოცარი ფოტოებით ახლად შეუღლებულებმა. ფოტოებზე ისინი „სამოსელი პირველის“ საქორწინო ტანსაცმელში არიან. ფოტოებზე აღმბეჭდილია ჯვრისწერის მთავარი და ბედნიერი მომენტები.

 

თემები:
სელებრითების ცხოვრება (949)

მთავარი თემები