10:14 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (225)
80 0 0

პროექტის ფარგლებში დამსაქმებლები სამსახურის მაძიებელ შშმ პირებს საშუალებას მისცემენ, უკეთესად გაეცნონ და აარჩიონ ბაზარზე არსებული აქტიური ვაკანსიები.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება, ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ფორუმის მთავარი მიზანი შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობაა.

პროექტის ფარგლებში დამსაქმებლები სამსახურის მაძიებელ შშმ პირებს საშუალებას მისცემენ, უკეთესად გაეცნონ და აარჩიონ ბაზარზე არსებული აქტიური ვაკანსიები. ფორუმზე ვაკანსიები წარდგენილი იქნება სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის, მომსახურების, გაყიდვების, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროებიდან.

სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საშუალება ექნებათ, ადგილზევე დარეგისტრირდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო პორტალზე - www.worknet.gov.ge.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დასაქმების ფორუმი მხოლოდ ერთდღიანია – 3 დეკემბერს, 17:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათამდე გაგრძელდება. სამუშაოების მაძიებელთა რეგისტრაცია კი 16:00 საათიდან იწყება.

საქართველოში შშმ პირებისადმი მიდგომა ინდივიდუალური იქნება>>

პროექტი სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (225)

მთავარი თემები